ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნი-ნია
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2008


მე რომ ქალი ვიყო

"მე რომ ქალი ვიყო,
ჩემი ფერი იქნებოდა ჟღალი.
დავიხვევდი თმას.
ავიხლართავდი წამწამებს.
მექნებოდა კაშნი, რომელშიც იქნებოდა 823012 ფერი...
მექნებოდა ყუთი, რომელშიც ჩავყრდი ჩემს 30 ბეჭედს
და ეს 30 ბეჭედი იქნებოდა სულ სხვადასხვა შინაარსის...

მე რომ ქალი ვიყო,
ჩემი სუნი იქნებოდა თბილი,
ახალი გამომცხვარი ორცხობილასავით, და არა რომელიმე მცენარის ან ყვავილის, რომელიც ჭკნება და სანამ დაჭკნება მანამდე ქრება...


მე რომ ქალი ვიყო,
ჩემი თვალის ფერი იქნებოდა მწვანე.
ისეთი მწვანე, ყველა სხვა მწვანეს რაც დედამიწაზე არსებობს, პრეტენზია რომ არ ექნებოდა ჩემს თავლის ფერთან..

მე რომ ქალი ვიყო,
ჩემი ხელები იქნებიდა ახლობელი.
თითები არც ისე გრძელი და თხელი,
მაგრამ ჩემს თითებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელივით მოუხდებოდა გრძელი ფრჩხილები...

მე რომ ქალი ვიყო,
ვიქნებოდი ცოლი ან საყვარელი...
ცოლი რომ ვიყო, ვიქნებოდი მისი საყვარელიც, ყველა მის საყვარელზე უფრო მისიანი...
საყვარელი რომ ვიყო ვიქნებოდი მისი ცოლიც, ყველა მის ცოლზე უფრო მისიანი...
ანუ
მე რომ ქალი ვიყო, არ ექნებოდა მნიშვნელობა ცოლი ვიქნებოდი თუ საყვარელი..

მისი შვილის გაჩენის დროს მეტკინებოდა წელი, დამისივდებოდა თვალები და ხმა ჩამეხლიჩებოდა ტკივილისგან , იმას ეტკინებოდა ხელი ჩემი თითების მოჭერით, მაგრამ მაინც გავაჩენდი ჩემი სიყვარულის პატარა ზრდისუნარიან ორეულს...

მე რომ ქალი ვიყო,
ჩემი ღიმილი იქნებოდა სიცილი.
მექნებოდა 1982 განწყობა,
და ვიქნებოდი ჟღალი ქალი.... "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები