ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2010


დამაბრალებენ:)

დამაბრალებენ რომ ვაღმერთებს ქალებს ჰარემის,
რომ დავდევ ქარებს უდაბნოში შლეგი მეზღაპრე.
ღამეებს  ვსუნთქავ მხოლოდ შენით სავსე ჰაერით,
მაქვს ყველაფერი და უკეთესს ვეღარ ვინატრებ.

მზე მირაჟივით მოცახცახე ვნებამ არია
დრომ კაკტუსივით დამიკაწრა ტანი"ბებერი"
და მავიწყდება, აღარ მახსოვს ხშირად ვინა ვარ
ან რატომ მქვია მე უძილოღამისმთეველი.

ვხედავ, მისდევენ ნაბიჯები ბილიკს სისხლიანს
მაიც ვარ  შენთან, აზრითა და მთელი გონებით.
ვერც შევძლებდი და. . .  მე გაქცევა არც კი მიცდია,
კერპებისაგან არ გარბიან არსად მონები.

ეს ღამეც ისევ ათასერთი ღამით დაღამდა. . .
ალაჰმა უწყის მწირ მოგზაურს გზაზე რა ელის.
შენი სახელი წყურვილს უკლავს ახლა შახრაზადს
და ღამეს  სუნთქავს არომატით  შენი ჰაერის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები