ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2010


შარდენზე....

შარდენის კაფეებს პარიზულს ადრიან.
ჰაერში აზია, კვამლივით ჩილიმის....
აგორებ კამათელს და ბედი ნარდია.
გარეთ კი წვიმაა ცოტათი ირიბი.

შარდენზე მუშტარი ყოველთვის ნაღდია.
მე ყავა-მათხოვარს არ ყოფნის ხურდები...
აგორებ კამათელს და ბედი ნარდია.
დაიწყებ აზარტით...  და ლუდით ხურდები.

დღეს ქარმა დახვეტა ქუჩები ადრიან.
ღია კაფეები მოჰგვანან პარიზულს...
აგორებ კამათელს, ცხოვრება ნარდია.
ვიღაცა მოარტყავს, როდისმე გამიზნულს.

და ბოლავს აზია, ფილტვებით კვამლიან.
მე უკვე,  ვისუნთქე ამ ჯერზე სამყოფი.
იღბალთან თამაში, ყოველთვის ნარდია...
არასდროს დაგტოვებს ყველაფრით კმაყოფილს.

ეს ქარი "სუფსარქისს" შარდენზეც მოიტანს.
ნერვები უჯრედებს ჟრიალით დაუვლის.
იქნებ გამიმართლოს, ააგდე მონეტა.
ააგდე მონეტა, "რეშკა? - არიოლი...."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები