ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2008


განშორება

თუმც არცერთი წუთი აღარ დაბრუნდება,
მაგრამ, ყველას ვერ ვიხსენებ ერთად.
ის კი ალბათ სამუდამოდ დამრჩა გულში,
წავედი და მიგატოვე კენტად.
ყველაფერი რომ დაიწყოს სულ თავიდან,
სხვანაირად მოვიქცევი ახლა.
მაგ თვალებით სიწმინდეს რომ ასხივებდი,
ბოროტებით ვუპასუხე ალბათ.
შეხვედრები, ჩვენი თბილი შეხვედრები,
გავატანე წვიმას, თოვლს და ქარს.
ეხლა ვხვდები, თურმე სულაც არ ვუყვარდი
იმას, ვისაც ვუწოდებდი ქმარს.
შენში კარგო დანაშაულს ვერ ვპოულობ,
მხოლოდ ჩემს სულს ვდებ უდიდეს ბრალს,
იმიტომ რომ, მიგატოვე, გიღალატე,
ვერ ვხედავდი შენში ღვთიურ მადლს.
ის წუთები არასოდეს დაბრუნდება,
ფიქრის წუთმაც ჩაირბინა შორს,
შენ მარტო ხარ ჩემო ერთო, მე კი სულ სხვა,
შორეული რად მიწოდებს ცოლს,
შენ ჩემში ხარ და ვერ ვიტან სხვასთან ყოფნას,
ჩემში, მაგრამ ჩემგან ძლიერ შორს,
თუ ოდესმე გადაწყვიტავ ჩემთან მოსვლას,
იცოდე, რომ მაშინ მოვალ გონს.
მე ყველაფერს მივატოვებ მხოლოდ შენთვის
და ავიტან აურაცხელ ჭორს.
განშორებას, ტკივილი რომ მოაქვს ჩვენში,
ნუ დავუთმობთ უზარმაზარ დროს.


ნონა ლაცაბიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები