ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2010


უტოპია

       
        მე სათითაოდ , ყოველ  დილით  ოცნებებს  ვმარხავ,
        და  მერე  ღამე  ახალს  ვიგონებ.
        ეს  ამინდებიც  ისეთია,  გეჩურჩულება,
        მიდი  დალიე...
        დალევ...    ფერები  გაბაცდება , გაიცრიცება,
        წყდება  ფიქრი,  თითქოს  წიგნში  სანიშნე  ჩადე,
        რომელსაც  ისევ  მიუბრუნდები...
        გინდა  თუ  არა, ჩაიკითხავ  მაინც  ბოლომდე
        დასასრული  კი  ასეთია  დასაწყისივით,
        ისევ  დამარხავ  შენს  ოცნებებს
        სათითაოდ , შენც , ყოველ  დილით,
        მანამდე , სანამ,
        არ  შევხვდებით  ერთმანეთს  ბოლოს...
        ჩვენს  ოცნებების  სასაფლაოზე
        ცხოვრების  თავიდან  დაწყების
        სურვილით.

                                        16.04.(2010). სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები