ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2010


ოდა პოეტებს

მე გალას გარდა გრანელს ვადიდებ,
სხვა პოეტებიც მიყვარან, კარგო.
ლადოს ლექსები კიდეც მამშვიდებს,
ილიამ მამულს ბევრი რამ არგო.
მე შოთას გარდა ვაჟას ვადიდებ,
ლუკას ცხოვრებამ ჭლექი დამართა.
მო, გაუმარჯოს იმ ადამიანს,
ვინც პოეზიის დროშა აღმართა.



მეფევ, მომეცი უფლება


მეფევ, მომეცი უფლება,
შევირთო შენი ქალი.
ჯერაც მაქვს თავისუფლება,
წელზე მარტყია ხმალი.
შენი მარიას გულისთვის
შევებრძოლები ყველას.
თავს დავდებ სიყვარულისთვის
ვფიცავ, მშობლიურ კერას...
მეფის ასულის გულისთვის
გული ზღვასავით ღელავს!!!

მეფევ, მომეცი უფლება,
გავხდე მარიას ქმარი.
სანამ მაქვს თავისუფლება,
წელზე მარტყია ხმალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები