ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


დილა თბილისურად...

სიონი, სკვერი, დილა არის ჯერ ნაარყალი....
მკვდარს გააცოცხლებს სურნელება ცხელი ლავაშის.
ბეთლემს სდარაჯობს სიოს სუნთქვა ნარიყალური.
წვიმამ დაიწყო ქვაფენილზე ლახტით თამაში...

წვიმა, რომელიც შემოდგომის ხათრით მოვიდა,
ნისლებსა წველის თავის ხელით ლამისყანაში,
რომ უთენია ამოიღოს დარდი გულიდან,
ჩაიხანაში ჩიფირს წრუპავს ორი "ყარდაში"....

მემაწვნეების შეძახილი თბილისს მოედო...
შორს დედოზარი აგუგუნდა, სადღაც, სამების,
ნაღდი ამქარი ახმაურებს "პურის მოედანს"
და გათვლილი გაქვს გულისძგერა თითქოს წამობით.

აქ სულერთია, იეზიდი, ქურთი და რუსი,
ცხოვრობ, მეჩეთის თუ ტაძრების, შემოგარენში
თათრის მეიდანს შესდგომია ხაშის ბურუსი,
აბანოთუბანს ქარი ხეხავს ქისის გარეშე...

აპლაკუნებენ ნანარგილარ ტუჩებს თათრები.
მტკვართან მეთევზემ "მურწა" მზეზე ააფართხალა....
მეტეხს პირსა ბანს სანაპირო ვერცხლის მათარით
და აღარ გიკვირს გათენებამ რომ გაგახარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები