ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


და ვიდრე კიდევ რამეს მირჩევდით ...

ვერ დავამთავრებ როგორც დავიწყე,
ვეცემი, თქვენ კი მაღლა ადიხართ.
მე ზღვის დონიდან დაბლა დავიწევ,
რომ თქვენ ახვიდეთ უფრო ადვილად.

ვიტყვი,- აღარ მსურს ცხოვრება მშვიდი.
მე ვერ ვფრენ ზურგზე ნახატი ფრთებით.
რომ ჩამოვიხსნი ცინიკურ ღიმილს,
თქვენ ლაქებივით კედლებზე მრჩებით.

მე სიხარულით ვეღარ  ვიღლები.
წვიმა მოვა და აღარ მოვიწყენ.
კედლებს კიდია თქვენი ნიღბები
"მე მარტოობა  აღარ მომიწევს."

ჯოჯოხეთური მქონია ყოფაც
და ყველაფერი იყო მიჩვევით...
ვატყობ ვიღვრები, სისხლად და ოფლად
და ვიდრე კიდევ რამეს მირჩევდით...

თუ გინდათ საქმე ასე მოიწყეთ:
მე თავს მოვიკლავ, აქვე, ერთ წამში
და შეჩვენებას როცა დამიწყებთ,
"თქვენ ამაღლდებით ყველა ზეცაში!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები