ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2010


მკრეხელური თხოვნა ღმერთს

მამავ, ხალხი ბრბო და ბრმაა,
მე კი - მისი ნაწილი,
ჯვარზე უნდა გაგამწესოთ,
ცოდვა დავინაწილოთ.
მიწისაგან შეგვქმენი და
მიწა გონებს გვიბინდავს -
ერთმანეთზე აყოლილნი
შეგინებას გიბედავთ.
ერთ აზრს ვდიეთ ფარასავით
ძმურად ხრამშიც ჩავყევით,
შენკენ ზურგით მოვტრიალდით,
პირი - ყველა ავყიას,
ფარისეველს მივუშვირეთ...
მათგან რას ვისწავლიდით?
მისხალ-მისხალ ავიხდინეთ
ყველა გულის წადილი -
ღარიბს ბოლო ლუკმას ვტაცებთ,
მდიდარს - ფეხქვეშ ვეგებით,
თან ვცოდავთ და თან ვლოცულობთ,
მოგატყუოთ ეგება...
ღმერთო, ხალხი ბრბო და ბრმაა,
მე კი მისი ნაწილი,
ან სინდისი მომაცილე,
(ზოგჯერ ძლიერ მაწვალებს)
ან ეს ბილწი გულისთქმანი...
დამამშვიდე, მიწამლე,
მამავ, შვილის შეისმინე!
ღმერთო, ღმერთი იწამე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები