ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2010


ურყევი (''ლექსების გამოფენა'', ოცეულის,2010)

კედლებს მიღმა ვიგრძენი – ნისლმა მოისეირნა,
გაველ, ხელი შევახე ლექსის ფერმკრთალ მასალებს,
მთვარის ერთი მტევანიც აღარ ება ხეივანს,
და ცრემლები შევატყვე იქვე ფერად ფასადებს...

წარბაშლილი ამინდი იდგა, როგორც სულელი,
არ იძვროდა არსაით რაღაც სიოსმაგვარი,
გაზაფხულზე ფიქრებით სივრცე შევასუნელე,
და ხალისით აივსო სული ნანიაღვარი...

წუხილებით ნახატი სახე ჩამომერეცხა,
რითმით გავახმოვანე მარტოხელა დაისი,
ყვავილების სიმრავლე სულს მალამოდ მოეცხო,
ისევ ჩემი მცდელობით მარტი გავიმაისე...

ჰოდა ქუჩას შემოვრჩი და ლექსებმაც მამხილეს,
ჩრდილსაც აღარ უნდოდა გამუდმებით ტრიალი,
მზერა მიაცილებდა გამჭვირვალე მარხილებს,
მხოლოდ იდგა ურყევად ჩემი მემორიალი.

          (ქ.ბათუმი, ''ლექსების გამოფენა'' 2010 წ. აპრილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს