ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2010


დედის ცრემლიანი თვალები (ასი სიტყვა)

დედის ცრემლით სავსე თვალები

აეროპორტში რეგისტრაცია იწყებოდა, ცოტა ხანში დედაჩემი  მოვიდა.
-წადი სახლში, მე ზევით ავალ!- არაფერს ვპასუხობ. რამე რომ ვთქვა, ვიცი, ბავშვივით ავბღავლდები.
-ირაკლი, არ მისმენ?-მეკითხება დედა. წადი, ავალ მე ზევით!
მე გასასვლელისკენ ვიხედები. არ მინდა, რომ დედამ ჩემს თვალებში ჩამდგარი ცრემლი ნახოს, თორემ, მერე ინერვიულებს.
-კარგი წავალ, დე!..- ვამბობ და გულში ვიხუტებ. დედას მხრები უკანკალებს. მე ერთი ობოლი ცრემლი წამომივიდა და დედის უჩუმრად მოვიწმინდე. მერე დედას შუბლზე ვაკოცე და გამოვტრიალდი. ქურდულად გავიხედე უკან, დედა ესკალატორზე ადიოდა.
კარებთან რომ მივედი უკვე ცრემლები მომდიოდა, მაინც მივიხედე, დედა ზევით იდგა და ხელს მიქნევდა...
და მე ჩემი ცრემლიანი თვალებით დავინახე...
დედის, დიდი, ცრემლიანი ცისფერი თვალები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები