ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


პოსტტრავმული ტრანსფორმაცია

     
      სამხრეთის  ქარი,
      ჩრდილოეთიდან  დღეს  დაუბერავს...
      ახლა  ზღვა  ჩემში  უფრო  მეტია
      ვიდრე  სისხლი  და  სხეული,  ერთად.


      სხვა  რაღა  დამრჩა?
      გამოვხრა  სიმწრით  ყველა  ნაპირი,
      ვუყურო  ზეცას,
      დროის  დინებას  შევუშვირო
      ჩემი  სხეული,
      უშენობით  და  შენით  სავსე,
      აღელვებული,  დაბნეული,  გადარეული...
      ავავსო  ქუჩა,
      ოთახიდან  რომ  იწყება  ახლა  პირდაპირ,
      მოვშალო  ყველა  ნამდვილი  და  ოცნების  ხიდი
      შენს  და  ჩემს  შორის,
      სხვა  რაღა  დამრჩა
      აბა  მითხარი...


      სამხრეთის  ქარი,
      ჩრდილოეთიდან  ისევ  უბერავს...
      დღეს  ხომ  ზღვა  ჩემში  უფრო  მეტია,
      ვიდრე  სისხლი  და  ცრემლები  ერთად........



                                                        22.04.(2010).  სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები