ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2010


ასი სიტყვა (ლექსების გამოფენა 2010, ჟიურის ფავორიტი ნაწერი)

    უწინ...
    ძალიან ადრე...
    იმდენად ადრე, რომ არც კი ვიცი როგორ წერდნენ და როგორ          საუბრობრობდნენ...
    ეზოში იჯდა მამაკაცი და კიდევ ერთი მეზობელი ოჯახის გადასახლებას  უცქერდა...
    დაკოჟრილ ხელებში ჩაერგო თავი...
    – იქნებ მეც წავიდე იმ შორეულ მიწებზე?...
    მერე დედაკაცს გახედა, – წყალს უსხამდა ახლად დარგულ ვაზს...
    – არა, ჩვენი სახლი აქაა, აქ უნდა გამიჩნდეს შვილები!...
    განა რა ნახეს იმ ზღვებითა და ოკანეებით გარშემორტყმულ მიწებზე?
    შეიძლება ვაზი იქაც მოიყვანონ, მაგრამ ღვინოს მაინც სხვა გემო ჰქონდეს!...
    დედაკაციც ოდნავ გამოზრდილ მუცელზე ხელმოსმით ჩაფიქრდა,
ხვდებოდა, რაღაც აწუხებდა მეუღლეს:
    – ნუთუ შორეთში წასვლა სურს?!
არა, ვიცი, რომ დავრჩებით, ვიცნობ!...
    დღეს...
    მათი კერა მუზეუმია...
    მათ ბიუსტებთან კი ქართულად წერია: –
    ზეზვა და მზია.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს