ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


ნარკოზის გარეშე

      ასე , უბრალოდ...  რეკს  ტელეფონი:
      ოჰ,  მაპატიეთ,  ხომ  არ  მომესმა?
      სიყვარულიო , ახსენეთ  მგონი,
      თუ  მსგავსი  სიტყვა?...  დასწყევლოს  ღმერთმა...


      დიახ...  ნამდვილად...  ეს  ნომერია ...
      მაგრამ  რატომღაც  თქვენ  იქ  არ  მოხვდით,
      რა  მშვენიერი  ისტორიაა!
      თუმცა...  მე  ამას  რატომ  მიყვებით?


      ალო...  რამდენი?  ათი  წელია?
      მართლა? რას  ამბობთ!  მორჩა , მშვიდობით...
      რაა?  სიბრალული  არა  მცოდნია?
      უსინდისო  ვარ ?  ასეც  ვიცოდი...
     

P.S. 

    ზარია  ისევ...  არ  შემიძლია!
    ალლო...  არ  ისმის !...( ვთიშავ  ტელეფონს..,)
    ცხოვრება  შავი  კომედიაა,
    იქ  ჩვენ  ერთმანეთს 
    ვჭრით...უ ნ ა რ კ ო ზ ო დ !
 

 



                                      24.04. (2010).  სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები