ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


ნაცნობ ნაპირზე

მოგონებებით,ნაცნობი გზით,
ნაცნობი განცდით
ჩაფიქრებული მივუყვები
ნაცნობ ნაპირებს,
თუმც ამ ადგილებს შეუმჩნევლად
მეასედ გავცდი,
ზღვა კვლავ ბობოქრობს,
დაწყნარებას კვლავ არ აპირებს,
ხოლო ნაპირი...იგივეა
ერთი შეხედვით,
მაგრამ ვეღარ ვცნობ ასვეტილ კლდეს,
თუმცა ხელუხლებს,
ან რამ დალია საცოდავად
ეს ლოდი ქვები,
რომლებზეც ხოხვით ბავშვობაში
ვიქლეთდი მუხლებს...
და მიკვირს... თუმცა იგივეა
ერთი შეხედვით,
ნავის საბმული რკინის ჭიგო
ისევ ასვია,
აქეთ-იქით რომ აწყდებოდა
მძაფრი ხეთქებით,
ის დიდი ნავი სათამაშოდ რაღამ აქცია?
მივყვები ნაპირს,
კვლავ მოფრინავს ჩემი თოლია,
მაგრამ რაღაცას კვლავ განვიცდი, ასე მგონია,
რომ გულზე ჩუმი,ჩუმი სევდა შემომწოლია ,
რადგან ბავშვობას ის ნაპირიც თან გაჰყოლია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები