ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2010


წვიმიანი ბაზარი...

გრძნობა შეხების აღარაფერს არ ნიშნავს ახლა.
უკვე დასველდი, მაგრამ მაინც  დაეძებ იაფს.
ყიდულობ-ყიდის.მიდიხარ და თან ისევ დგახარ
და ამ ყველაფერს, ერთი სიტყვით; "ბაზარი" ქვია.

სახურავები ყანწებივით ცლიან "ჟოლობებს"
ყალბი ღიმილით გთავაზობენ ათასგვარ წვრილმანს.
რომ არ დალექო "ვაგზლის" ჭუჭყი სულში ბოლომდე,
სევდიან თვალებს ააფარე ვუალად წვიმა.

დამძიმებული ნაბიჯიდან გუბეებს დევნი.
დგას უზამბარო სასწორები სიმართლის ნიხრად....
და მალე ალბათ შეგშურდება ფორთოხლის ბედი,
რადგან ბაზარში საქონელზე  იაფი ღირხარ.

აზრში ეჭვები. გულში ბოღმა. ქუჩაში წვიმა.
ძარღვგაწყვეტილი სინდისი დგას "უკაცო" დახლთან.
იმ, საღამოსაც  მარტოობის სინდრომი ჭირდა...
და მერე რა, რომ მეგობარი მაშინაც  გახლდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები