ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2010


ჩვენ შვილებს რაღაცა დაემართათ

გახშირდა ჩვენში... სამი დღის უკან  შემზარავი რამ მოხდა.  ჯავახიშვილის სტუდენტი, პირველკურსელი გადმოხტა მეხუთე სართულიდან...:(

   
ჩვენ შვილებს რაღაცა დაემართათ,
-იმ დღესაც გადაუღებლად წვიმდა...-
რომელი მხრიდან მოუარა
ეშმაკმა, საიდან შეაფრინდათ?

უფალი დამთმენი, უფალი სულგრძელი,
უფალი სიყვარული თავად!
მიგვყავდა  ჯვარზე და სიძულვილს ვუკმევდით...-
ჯვარზეც სიყვარულით ავა!

ჩვენ კი გამწარებით,  რახან მას ვერ ვწვდებით,
ვფხოჭნით მიწას, მისსავე ნაკურთხს
და ისე ვიხოცებით, აღარც კი ვბერდებით,
ვტოვებთ ბოღმასა და ნაფურთხს.

და სანამ მანძილი თავისით მიგვიყვანს
უფლამდე...- მიგვანდობს...-
სიყვარულს ვინ ჩივის, სიყვარულს ვინღა გვთხოვს?
მზადა ვართ საკუთარ სხეულში, სულები მივახრჩოთ!

ღვთის სინდისს-კამკამა ცის ფერსაც- ვარუხებთ,
ვხტებით სართულიდან, თუ გინდა მეხუთე...,
სიცოცხლეს,- მშობლებმა ღვთის ნებით გვაჩუქეს-
ასფალტზე ვუხეთქებთ!

უფალი დამთმენი, უფალი სულგრძელი,
უფალი სიყვარული თავად!
მიგვყავდა ჯვარზე და სიძულვილს ვუკმევდით...
ჯვარზეც სიყვარულით ავა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები