ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


სადიდებელი (კონსტანტინე გამსახურდიას)

ახლოვდება ამაღლების ჟამი,
კვლავ უხმობენ ქართველები ამქარს.
ღვინით სავსე დაიცალა ჯამი,
სპასალარი წინ მიუძღვის ლაშქარს.
არსაკიძე სვეტიცხოველს აგებს,
ჭყონდიდელი რწმენის ზარებს რეკავს.
ანგელოზი ზეცის კარებს აღებს,
ბაღვაშები ამაგრებენ კლდეკარს.
ერისთავნი ქეიფობენ მტკვარზე,
ძირძველ მცხეთას გადმოჰყურებს ჯვარი.
დედისიმედს მტრედი აზის მხარზე
და ჰიმნს მღერის საქართველოს ჯარი.

2 მაისი,  2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები