ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


გენერალური რეპეტიცია

  როცა მოვკვდები,  თქვენ  წერეთ  ისევ
  და ნუ  ინაღვლებთ,
  ხოლო  შენ  კი, ჩემო  ძვირფასო,
  მუჭში  მოქცეულ  ცხვირსახოცს მიიკრავ  გულზე
  და  ხმადაბლა , მაგრამ  განცდით  იტირებ....


  მეგობრები  კი  როგორც ყოველთვის, მოვლენ  ნელ–ნელა
  და  სათითაოდ,
  მთელი  ცხოვრება  მოუცლელები რომ  იყავით,  მენატრებოდით,
  არ უნდა  მნახოთ?
  აი,  შეგყარეთ  ყველა ერთად,  დღეს,  როგორც  იქნა,
  მაგრამ  რაღა  დროს...
  გარინდულები  იდგებით  ასე, თვალს  ამარიდებთ და ჩუმად,
  ჩუმად , ილაპარაკებთ ათასგვარ  ისეთ  სისულელეზე,
  მხოლოდ  ასეთ  დროს  რომ  საუბრობენ,
  მე  მიხარია...
  რომ  ასეთებად  დარჩით თქვენ  დღესაც,
  მე  მიხარია...


  ... მე  მიხარია
  რომ  ვერ  შევცვალე  ეს  სამყარო  უკეთესისკენ,
  განა  ვინ  იცის,  საჭირო  იყო?
  სამყარო  მაინც  ისეთია  როგორიც  არის,
  და ამითაა  საინტერესო.
 

  შენ  კი,    (ცხადია)
  ჩემო  ძვირფასო  და  ერთადერთო,
  საყვარელო  და  მშვენიერო,
  ჩემო  მუზავ  და  ცხოვრების  ბოლო  ნავსაყუდელო,
  მუჭში მოქცეულ  ცხვირსახოცს  რომ იკრავ  გულზე,
  ნუ  ტირი , განა  მე  ეს  გითხარი?
  ნუ  ტირი  მეთქი!  გახსოვს  რა  გთხოვე?
  ყოველთვის  მაკლდა  პოლონეზი,  ის  დაუკარით,
  ისე  რომ , ვიოლინოს  ცეცხლი  წაეკიდოს!
  და  ლამაზად
  დამემშვიდობეთ........



                3. 05. (2010).    სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები