ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


შენ მხოლოდ მკვდრებს ერთგულობ...

შენ მხოლოდ მკვდრებს ერთგულობ...
ცოცხლები - დაგიცდიან.
დადიხარ საფლავზე და შავ მიწას აფხვიერებ.
რამდენიც მოსაწევი ბრმა ტყვია აიცდინე,
ყველა მე შეგილოცე - ხარ კია, მადლიერი?
იერის გაქვავებას ვინ ჩივის, შენც ქვად იქეც,
ღიმილი შეიძულე, ცრემლები შეიყვარე...
რამდენი ჭიქა ღვინოც იმ საფლავს გადაექცა,
იმდენჯერ მიტოვება ჩემი გადევს ვალად.
წუთები უშენოდ სიზიფეს ლოდებია,
მგონია - ავიტანე,
მისხლტება, დაგორდება,
მეც თუკი დაგიგორდე, ღიმილი მომიტანე,
საფლავზე, სინანულის უცნაურ აკორდებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს