ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2010


###


მკერავი

თუ მკერავი ხარ,
უნდა შესძლო,შეკერო კაბა!
-სულის ტანისთვის...

###

ვერხვები

რად იზრდებიან ჩვენს ბინებზე უფრო დიდები?!
ვფიქრობ რომ ჩვენზე უფრო კარგად მკვიდრდებიან
-ეზოს ვერხვები...

###

მხატვარი

ის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობს
და ხატავს პირველსართულელ ქალს ბაზრის ნობათით.
-მას უყვარს იგი.

###

ჩემი შვილები

ბიჭი დედას გავს,გოგო მამას.
ბიჭს დედა უყვარს,გოგოს მამა-უფრო ძალიან...

###

თქვენ(პ.ს.)

დრო თქვენთან ერთად იღვიძებს და იძინებს კიდეც,
და არც თუ ისე ცუდი სქესის,დრო გოგოა და,
ცოტა უკვე ქალიც კი არის!
და ისევ თქვენთან!!!
-მდედრია და კვლავ კარგი გოგო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები