ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2010


მოკლე წერილი საკუთარ თავს

ბოლო დროს არ მინახავხარ,
რაღაც დაძველდი, მგონია.
თუ არაფერი არ ხდება,
ცოცხლობ და არ გიცხოვრია...
სულ არ ჭირდება შემთხვევას
გამოყენება ხერხების.
როცა ადგები ერთხელ და
თავს უცხოსავით შეხვდები.
როცა არ გინდა, მაშინ ღირს
მოულოდნელი ამპლუა.
მანამდე მხოლოდ თავს იღლი
შეკითხვით - ასე რატოა?
ზომა როდესაც თავდება
კანონის ზომიერების.
მოდის შემთხვევა თავნება
"სისხლიან მერის" ფერებით.
მერე ირევა რამსები
თვალში ფოკუსის სწორების.
გვერდში გყავს, ვინც გევასება,
ხან გულით, ხანაც გონებით.
უჩვეულოა ეს ყოფაც,
თავის ტკბილით და მწარეთი.
რაღაც დამთავრდა, ეტყობა,
გრძნობის ზონიდან  წავედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები