ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


***

აქ  მზე იყო, დავიწვი,
მზე უშენო, მარტივი...
შენთან წვიმა  ყოფილა,
მაისია მარტივით.
უშენობის წუთები
გიორგობას  ნისლავდა,
აქ მზე იყო, მარტივი...
შენთან  ცოტას ჟინჟლავდა...
მზეს ღიმილი ვაჩუქე
შენთან გამოვატანე,
მერე  თვალი უბეში
ჩუმად შემოგაპარე...
რა სათუთად მიყვარხარ
დავიფიცებ მაცხოვარს,
შენზე დარდი  დამთრგუნავს,
უშენოდ  სულ მარტო ვარ..
როგორ მენატრებოდა
მზეში შენი სურნელი...
თეთრი კანის შეხება...
მგონი უკვე სულელი
მე  სტატუსად მოვირგე!
უშენობა გამრიყავს...
მაინც გნახავ იცოდე,
სხვა არავინ არ მიყვარს,,,
შენი ნაზი სურნელი,
,,გასაპნული"  თითები
მენატრება სიცოცხლევ...
შენთან ერთად ვიქნები
მხოლოდ  ერთი საათი....
მომეც ამის უფლება...
შენს სულს, ასე  სანატრელს
ჩემი სუნთქვა  უხდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები