ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: თარგმანი
10 მაისი, 2010


სულები პროფილში

                                                                                                                                    მარგარიტა კოლომიცევა.



სულები პროფილში, სახეები კი... ჩანს ანფასში.
უხეშად, სიჩქარით ანანასს ჩავაგდებთ კალათში...
სწრაფად ვდებთ ფორთოხალს, ნამცხვარსაც, კანფეტის კოლოფს
მეზობელს სალამზე, სირბილით თავს ვუქნევთ მხოლოდ.
რბენა - ფორიაქში, ვცდილობთ, რომ არ დაგვრჩეს რამე,
ვინმე არ დავაგდოთ... არც თვითონ დავეცეთ სადმე.

სულები – პროფილში, სახეები კი... ჩანს ანფასში.
არ გინდათ არაფრის მოყოლა, სიტყვებით თამაში...
ჩემში ნუ აცოცხლებთ წაშლილი ცხოვრების ნაკვალევს.
პირად ცხოვრებაზე კითხვებით თქვენ უკვე დამღალეთ.
გთხოვთ, ნუღარ მიშფოთებთ თანაგრძნობიანი სიტყვებით
დამარხულ სევდას და მძინარე ცოდვებს პატიებით...
ისედაც კარგად ვარ! ჩემი სიმარტოვით მორთული -
არავის გაწუხებთ, არც ჩემთან არ გნახოთ მოსული.

მარადისობა პროფილში, ძლივსღა ჩანს ახლა აქ ქრისტე...
ცხოვრება შეერწყა ბინძურ ნაკადებს და სიტყვებს.
აღარც ნათელია, არც ჭეშმარიტება არ ჩანს,
რა ჩვენი საქმეა, ვინ როგორ იცმევს ან რას ჭამს?
რა ჩვენი საქმეა, ვინ როგორ ცხოვრობს და დადის?
ვინ ვის ხმას აძლევს ან, საერთოდ, ვისაში გადის?
არ გვინდა თვალებში ვუყუროთ რატომღაც სიმართლეს
და მხოლოდ პროფილში აღვიქვამთ - დაბზარულ სინათლეს...

ეკლესია პროფილში, სახლი და საქმე კი – ანფასში...
ღმერთით არ ვცხოვრობთ და მხოლოდ ვთამაშობთ ამ ფარსში.
დღევანდელი დღის სურვილით ვერთობით, ვლაღობთ...
„თავისუფლების“ გემოთი დატკბობას ვჩქარობთ,
უაზროდ ვთვრებით და ვეღარც კი მოვდივართ აზრზე,
რომ ქრისტეს მხოლოდღა პროფილში აღვიქვამთ ჯვარზე...
მივქრივართ ცხოვრების ხლართებში, გაფანტულ ხმაზე,
ნაცვლად იმის, რომ ვიზრუნოთ სულების ხსნაზე...

მაგრამ დრო მოვა, უცილობლად - მთავრდება ყოველი თამაში,
ცხოვრება დაგვრჩება პროფილში, მარადისობა კი - ანფასში.




Души в профиль. А лица, как лица, в анфас.
В грубой спешке в тележку кладем ананас,
Апельсины, печенье, коробку конфет,
Мимоходом киваем соседу в ответ,
И бежим в попыхах, не забыть бы чего.
Не упасть бы нигде, не задеть бы кого.

Души в профиль. А лица, как лица, в анфас,
Ах, ненадо подробностей, как там у Вас,
И во мне не будите уставшей души,
Задавая вопросы про личную жизнь.
Не тревожьте потоком сочувственных слов,
Погребенных печалей, уснувших грехов.
Мне не плохо в моей одинокой клети,
И к другим не прошусь, и ко мне не зайти.

Вечность в профиль. Так тускло сияет Христос,
Жизнь слилась в череду грязно-серых полос,
Нет стандартов, нет ясности, истины нет,
Ах, какая нам разница, кто как одет?
Ах, какая нам разница, кто как живет?
Кто, кому и зачем голоса отдает?
Правде горькой в глаза посмотреть не хотим,
И на истину мельком, лишь в профиль глядим.

Церковь в профиль. А дом и работа в анфас.
Мы не небом живем, а сегодня, сейчас.
И сегодня хотим наслажденье вкусить,
Вкус свободы понюхать, в достатке пожить,
И не плохо бы все, но в такой суете.
Видим только лишь профиль Христа на Кресте.
И несемся по жизни — успеть бы пожить,
Нам и душу спасти бы, и жизнь сохранить.

* * *
Но придет неизбежно назначеный час,
Жизнь увидим вдруг в профиль, а вечность в анфас.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს