ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2008


***


უშენობით მოიწყინა ლექსმა,
წახვედი და გაიყოლე რითმაც.
საცოდავად იწყო სულმა კვნესა,
შეანელა ამ ცხოვრების რიტმმაც.
  თავს მოვიკლავ, ახლა უკვე მჯერა.
  თუ სულს ვეღარ ვაპატიებ ცოდვას,
  სად დავკარგე აღმამფრენი  რწმენა,
  რად ავყევი ამ სხეულის ბოდვას.
ამომშალე, მინდა გავქრე ისე,
როგორც გაქრა შარშანდელი თოვლი,
შენ ამ თოვლის სისპეტაკე იგრძენ.
პოეტივით, თავს მოვიკლავ მგონი.


4 ივლისი
ნონა ლაცაბიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები