 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: თარგმანი 11 მაისი, 2010 |
დიდი ფრანგი მწერალი, პროსპერ მერიმე, ცნობილია აგრეთვე, როგორც ფოლკლორის დაუმცხრალი ტრფიალი. მის კალამს ეკუთვნის წიგნი ”გუზლა” ანუ ილირიული პოეზიის რჩეული შეკრებილი დალმაციაში, ბოსნიაში, ხორვატიასა და ჰერცოგოვინაში,” როგორც თვითონ ავტორი აცხადებს. კრებულში წარმოდგენილი ნიმუშები, თავისი თემატიკით, ახლოს დგას ქართულ ფოლკლორთან და ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ”გუზლასთან” პირველი შეხვედრა. ნათელი წარმოდგენა რომ გვქონდეს გუზლაზე მოვუსმინოთ თავად მერიმეს: ”რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მხოლოდ სლავ მოხეტიალე მთქმელ-მომღერალთა ანუ გუზლაზე დამკვრელთა შესახებ, როგორც მათ უწოდებენ. მათ უმრავლესობას ძლიერ ჩამოძენძილი, ღატაკი მოხუცები წარმოადგენენ, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და რომანსებს მღერიან, თან გ უ ზ ლ ა დ წოდებული გიტარის სახეობის ინსტრუმენტს უკრავენ, რომელსაც ცხენის ფაფარისაგან დამზადებული ერთადერთი სიმი აქვს.”
ველიკოს კუნელი
I
ისმინეთ ამბავი ველიკოს კუნელისა, რომელსაც მოგვითხრობს ჰიაცინტ მაგლანოვიჩი, მკვიდრი ზუონიგრადისა, იგი ყველაზე მარჯვეა გუზლაზე დამკვრელთა შორის. მაშ, მიაპყარით ყური!
II
ჟან ველიკო ბეიმ, ალექსისი შვილმა, მიატოვა თავისი სახლი და მშობლიური მხარე; აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მტრები, გადაუწვეს სახლ-კარი და მიიტაცეს მისი ქვეყანა.
III
ჟან ველიკო ბეის, ალექსის შვილს, თორმეტი ვაჟი ჰყავდა. ხუთი ობრავოს ფონთან დაიღუპა, ხუთი რებროვჟის ველზე დაეცა.
IV ჟან ველიკო ბეის, ალექსის შვილს ჰყავდა ერთი ვაჟი, მამის რჩეული; მტრებმა იგი კრემენში წაიყვანეს, საპყრობილეში ჩასვეს და კარი ამოუქოლეს.
V ხოლო თვით ჟან ველიკო ბეი, ალექსის შვილი, არ მომკვდარა არც ობროვოს ფონთან და არც რებროვჟის ველზე, რადგან ძლიერ მოხუცი და უსინათლო იყო.
VI
არც მისი მეთორმეტე ვაჟი მომკვდარა ობროვოს ფონთან თუ რებროვჟის ველზე, რადგან ახალი ასხლეტილი იყო დედის ძუძუს და ძალიან პატარა იყო ბრძოლისთვის.
VII ჟან ველიკო ბეიმ, ალექსის შვილმა პატარა ძითურთ გადალახა ყვითელი მრეცვიზა და ჟორჟ ესტივანიჩს სთხოვა: ”შემიფარე შენი კალთის ქვეშ”.
VIII
და ჟორჟ ესტივანიჩმაც შეიფარა თავისი კალთის ქვეშ, პურ-მარილი გაუნაწილა ჟან ველიკო ბეის და ჟანი უწოდა სახელად თავის ახალშობილ ძეს.
IX
მაგარამ ნიკოლა ჟანიევო, ჟოზეფ სპალატინი და ფედორ ასლარი სააღდგომოდ კრემენში შეიკრიბნენ და ერთად მოილხინეს და დალიეს.
X
ნიკოლა ჟანიევომ თქვა: ” ველიკოს ოჯახი შემუსრულია”, მაგრამ ჟოზეფ სპალატინმა დაატანა: ”ჩვენი მტერი, ჟან ველიკო, ალექსის შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია”.
XI
ფედორ ასლარმა თქვა: ” ჟორჟ ესტივანიჩმა შეიფარა თავის კალთის ქვეშ და მშვიდად ცხოვრობს მრეცვიზაში ნაბოლავარა ვაჟთან, ალექსისთან ერთად.
XII სამივემ ერთად წამოიძახა: ” ჟან ველიკო უნდა მოკვდეს თავის შვილთან, ალექსისთან ერთად!” ერთურთს ხელი ჩაურტყეს და ერთი ყანწით დალიეს ქლიავის არაყი.
XIII
და აჰა, სამების მეორე დღეს, ნიკოლა ჟანიევო რებროვჟის ველზე დაეშვა, უკან ოცი კაცი მოჰყვებოდა ხმლებითა და მუსკეტებით შეიარაღებული.
XIV
ჟორჟ სპალატინი იმავე დღეს დაეშვა ორმოც ჰაიდუკთან ერთად და ფედორ ასლარიც მათ შეუერთდება ორმოცი შავფაფახიანი მხედრითურთ.
XV
გაიქროლეს მაჟავოდას ტბის სიახლოვეს, რომლის შავ წყალშიც არ ბუდობს თევზი. აქ ვერ გაბედეს ცხენების დარწყულება, მხოლოდ მრეცვიზაშიღა დაალევინეს წყალი პირუტყვს. XVI
”რა განგიზრახავთ, აღმოსავლეთიდან მოსულო ბეგებო? რის ქმნა გწადიათ ჟორჟ ესტივანიჩის ქვეყანაში? სენიაში ხომ არ მიდიხართ ახალი პოდესტას საქებრად?
XVII
”-არა, სენიას არ მივდივართ, ეტიენის ძევ, უპასუხა ნიკოლა ჟანიევომ. ჩვენ დავეძებთ ჟან ველიკოსა და მის შვილს, ოც თურქულ ცხენს მიიღებ, თუ მათ ჩაგვაბარებ”.
XVIII
”- მე არ ჩაგაბარებ ჟან ველიკოს ყველა იმ ცხენის ფასად, რომლებიც კი გყავს, იგი ჩემი სტუმარი და მეგობარია. ჩემი ერთადერთი ვაჟი მისი მოსახელეა”
XIX
მაშინ ჟოზეფ სპალატინმა უთხრა: ”- ჩაგვაბარე ჟან ველიკო, თუ არადა სისხლს დაგანთხევინებთ. აღმოსავლეთიდან მოვსულვართ საომარ ცხენებზე ამხედრებულნი და იარაღი ჩვენი მზად არის საბრძოლველად.”
XX
”-ვერა, ვერ ჩაგაბარებ ჟან ველიკოს, და თუ სისიხლი გსურს, აი, იმ მთაზე ას ოცი მხედარი მყავს, რომლებიც ჩემი ვერცხლის სტვირის პირველსავე ნიშანზე დაეშვებიან.”
XXI
მაშინ ფედორ ასლარმა, უსიტყვოდ, ხმლის ერთი დარტყმით თავი გაუპო ჟორჟ ესტივანიჩს; შემდეგ სამივემ მის სახლს მიაშურა, სადაც იმყოფებოდა ესტივანიჩის ცოლი, რომელმაც ყველაფერი დაინახა.
XXII
”-თავს უშველე, ალექსის შვილო! თავს უშველე ჟანის ძევ! აღმოსავლეთის ბეგებმა მოკლეს ჩემი ქმარი, ისინი თქვენც დაგხოცავენ!” ასე მიმართა ტერეზ ჟელენმა.
XXIII
მაგრამ მოხუცმა ბეიმ მიუგო: ”მე ძლიერ მოხუცი ვარ გასაქცევად” და შეევედრა ქალს: ” გადამირჩინე ალექსი, იგი ერთაერთი მამაკაციღაა თავის გვარში!” და ტერეზ ჟელენმა უთხრა: ” კარგი, გადავარჩენ”.
XXIV
აღმოსავლეთის ბეგეგბმა დაინახეს თუ არა ჟან ველიკო, შეჰყვირეს: ”სიკვდილი მაგას!” ტყვიები ერთდროულად ეძგერნენ და ბასრმა მახვილებმა გაკვეთეს მისი ჭაღარა თავი.
XXV
”-ტერეზ ჟელენ, ეს ბჭუნა ჟანის შვილია?” ქალი შეევედრა: ” ნუ ინებებთ უცოდველის სისხლის დაღვრას”. მაშინ ბეგებმა შეჰყვირეს: ” ეს ბიჭუნა ჟან ველიკოს შვილია!”
XXVI
ჟოზეფ სპალატინს სურდა თან წაეყვანა პატარა, მაგრამ ფედორ ასლარმა გული გაუპო მახვილით.მან განგმირა ჟორჟ ესტივანიჩის ვაჟი და ეგონა მოვკალიო ალექსი ველიკო.
XXVII აჰა, ათმა წელმა გაიქროლა. ალექსი ველიკო ძლიერი და მარჯვე მონადირეა უკვე. ეკითხება ტერეზა ჟელენს:” დედავ, მითხარი, ეს სისხლიანი სამოსი რატომ ჰკიდია კედელზე?”
XXIX ”- ეს მამაშენის, ჟან ველიკოს სამოსია , მისი სისხლი ჯერ კიდევ ასაღებია. ეს კი ჟან ესტივანიჩის სამოსია, რომლის სისხლიც ასაღებია, რადგან მას ვაჟი არ დარჩენია”. XXX დაღონდა მონადირე, აღარა სვამს ქლიავის არაყს, თოფის წამალს ყიდულობს სენიაში, ჰაიდუკებს და მხედრებს აგროვებს. XXXI
სამების მეორე დღეს მრეცვიზა გადალახა და ნახა ის შავი ტბა, რომელშიც თევზი არ ბინადრობს. იგი თავს წაადგა სუფრასთან მსხდომ აღმოსავლეთის ბეგებს. XXXII ”-ბატონებო, ბატონებო, შეხედეთ მხედრებსა და შეიარაღებულ ჰაიდუკებს, როგორ ბზინავენ მათი ცხენები. მათ მრეცვიზას ფონი გადმოლახეს და ახლა აქეთ მოემართებიან, ეს ხომ ალექსი ველიკოა! XXXIII ”- შენ ცრუობ, ცრუობ, ბებერო გუზლაზე დამკვრელო. ალექსი ველიკო მკვდარია, ჩემი ხანჯლით განვგმირე იგი”. მაგრამ ალექსი შემოვიდა და შესძახა: ” მე გახლავართ ალექსი ჟანის ძე!” XXXIV ტყვიამ განგმირა ნიკოლა ჟანიევო, ტყვიამ განგმირა ჟოზეფ სპალატინი, ხოლო ფედორ ასლარს მარჯვენა მოჰკვეთა ალექსიმ და მაშინვე თავიც წააცალა. XXXV ”- ჩამოხსენით ეგ სისხლიანი სამოსი, ჩამოხსენით, აღმოსავლეთის ბეგები მკვდრები არიან, ჟანისა და ჟორჟის სისხლი აღებულია. კვლავ აყვავდება ველიკოს კუნელი, იგი აღარასოდეს გახმება.
La guzla
L’Aubépine de Veliko
I L ’Aubépine de Veliko, par Hyacinthe Maglanovitche,, nmatif de Zuonigrad, le plus habile des joueurs de guzla. Prêtez l’oreille!
II Le bey Jean Veliko, Fils d’Alexis, a quitté sa maison et son pays. Ses ennemis sont venus de l’est; ils ont brûlé sa maison et usurpé son pays.
III
Le bey Jean Veliko, Fils d’Alexis, avait douze fils : cinq sont morts au gué d’Obravo; cinq sont morts dans la plaine de Rebrovje.
IV Le bey Jean Veliko, Fils d’Alexis, avait un fils chéri : ils l’ont emmené à Kremen; ils l’ont enfermé dans une prison dont ils ont muré la porte.
V
Or, Le bey Jean Veliko, Fils d’Alexis, n’est pas mort au gué d’Obravo ou dans la plaine de Rebrovje, parce qu’il était trop vieux pour la guerre et qu’il était aveugle.
VI
Et son douzième fils n’est pas mort au gué d’Obravo ou dans la plaine de Rebrovje, parce qu’il était trop jeune pour la guerre et qu’il était à peine sevré. VII Le bey Jean Veliko, Fils d’Alexis, a passé avec son fils la Mresviza, qui est si jaune; et il a dit à George Estivanich : « Etends ton manteau, que je sois à l’ombre ».
VIII Et George Estivanich a étendu son manteau; il a mangé le pain et le sel avec le bey Jean Veliko, et il a nommé Jean le fils que sa femme lui a donné.
IX Mais Nikolas Jagnievo, et Joseph Spalatin, et Fédor Aslar, se sont réunis é Kremen, aux fête de Pâques, et ils ont bu et mangé ensemble.
X Nikolas Jagnievo a dit : « La famille de Veliko est détruite ». et Josef Spalatin a dit : « Notre ennemi Jean Veliko, fils d’Alexis, est encore vivant ».
XI Et Fédor Aslar a dit : « George Estivanich a étendu son manteau sur lui, et il vit tranquillement au déla de la Mresvizza, avec son dernier fils, Alexis ».
XII Ils ont dit tous ensemble : « Que Jean Veliko meure avec son fils Alexis! » Et ils se sont pris la main et ils ont bu dans le même cornet de l’eau-de-vie de prunes.
XIII Et le lendemain de la Pentecôte, Nikolas Jagnviero est descendu dans la plaine de Rebrovje, et vingt homme le suivent armés de sabres et de mousquets.
XIV Josepf Spalatin descend le même jour avec quarante heiduques, et Fédor Aslar les a joints avec quarante cavaliers portant des bonnets d’agneaux noirs.
XV Ils ont passé près de l’étang de Majavoda, dont l’eau est noire et où il n’y a pas de poissons; et ils n’ont pas os. Y faire boire leurs chevaux, mais ils ont abreuvés à la Mresvizza.
XVI « Que venez-vous faire, beys de l’est? Que venez-vous faire dans le pays de George Estivanich? Allez-vous à Segna complimenter le nouveau podestat?
XVII -« Nous n’allons pas à Segna, fils d’Etienne, a répondu Nikolas Jagnievo; mais nous cherchons Jean Veliko et son fils. Vingt chevaux turcs, si tu nous livres. »
XVIII -« Je ne te livrerai pas Jean Veliko pour tous les chevaux turcs que tu possèdes. Il est mon hôte et mon ami. Mon fils unique porte son nom. »
XIX Alors a dit Joseph Spalatin : -« Livre-nous Jean Veliko, ou tu feras couler du sang. Nous sommes venus de l’est sur des chevaux de bataille; nos armes sont chargées.
XX -« Je ne te livrerai pas Jean Veliko, et, s’il te faut du sang, sur cette montagne là-bas j’ai cent vingt cavaliers qui descendront au premier coup de mon sifflet d’argent .»
XXI Alors Fédor Aslar, sans dire mot, lui a fendu la tête d’un seul coup de sabre, et ils sont venus à la maison de George Estivanicvh, où était sa femme qui a vu cela.
XXII -« Sauve-toi, fils d’Alexis! Sauve-toi, fils de Jean! Les beys de l’est ont tué mon mari; ils vous tueront aussi! « Ainsi a parlé Thérèse Gelin.
XXIII Mais le vieux bey a dit : « Je suis trop vieux pour courir. » Il lui a dit : « Sauve Alexis, c’est le dernier de son nom! » Et Thérèse Gelin a dit : « Oui, je le sauverai.»
XXIV Les beys de l’est ont vu Jean Veliko. « A mort! » ont-ils crié. Leurs balles ont volé toutes à la fois, et leurs sabres tranchants ont coupé ses cheveux gris.
XXV -« Thérèse Gelin, ce garçon est-il le fils de Jean? » Mais elle répondit : « Vous ne verserez pas le sang d’un innonocent. » Alors ils ont tous crié : « C’est le fils de Jean Veliko.
XXVI Joseph Spalatin voulait l’emmener avec lui, mais Fédor Aslar lui perça le cœur de son yatagan, et il tua le fils de George Estivanich, croyant tuer Alexis Veliko.
XXVII Or, dix ans après, Alexis Veliko était devenu un chasseur robuste et adroit. Il dit à Thérèse Gelin : -« Mère, pourquoi ces robes sanglantes suspendues à la muraille! »
XXVIII -« C’est la robe de ton père, Jean Veliko, qui n’est pas encore vengé; C’est la robe de George Estivanich, qui n’est pas vengé, parce qu’Il n’a pas laissé de fils. »
XXIX Le chasseur est devenu triste; il ne boit plus d’eau-de-vie de prunes; mais il achète de la poudre à Segna; il rassemble des heiduques et des cavaliers.
XXX Le lendemain de la Pentecôte, il a passé la Mresvizza, et il a vu le lac noir où il n’y a pas de poissons : il a surpris les trois beys de l’est tandis qu’ils étaitent à table.
XXXI -« Seigneurs! Seigneurs! Voici venir des cavaliers et des heiduques armés : leurs chevaux sont luisants; ils viennent de passer à gué la Mresvizza : C’est Alexis Veliko. »
XXXII -« Tu mens, tu mens, vieux racleur de guzla. Alexis Veliko est mort : je l’ai percé de mon poignard .» Mais Alexis est entré et a crié : « Je suis Alexis, fils de Jean! »
XXXIII Une balle a tué Nikolas Jagnievo, une balle a tué Joseph Spalatin; mais il a coupé la main droite à Fédor Aslar, et lui a coupé la tête ensuite. XXXIV -« Enlevez, enlevez ces robes sanglantes. Les beys de l’est sont morts. Jean et George sont vengés. L’aubépine de Veliko a refleuri; sa tige ne périra pas! »
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სულმოუთქმელად წავიკითხე,ზალიან მომეწონა+777 სულმოუთქმელად წავიკითხე,ზალიან მომეწონა+777
20. ნაწარმოები შესანიშნავია თავისთავად და ის ფაქტიც, რომ ქართულ ენაზე ითარგმნა, ვგონებ საღად მოაზროვნე მკითხველს უნდა უხაროდეს და არ უნდა აღიზიანებდეს... რაც შეეხება, თარგმნის სისწორეს და სიზუსტეს, ამას მე პირადად ვერ შევაფასებ იქიდან გამომდინარე რომ ამ ენას არ ვფლობ, მაგრამ ქართული ტექსტი რომ საოცრად შთამბეჭდავად იკითხება, ეს უკვე ნიშნავს რომ თარგმანი შესდგა და რომ იგი ბრწყინვალეა! გაიხარეთ შატილიონო! ღმერთმა დაგლოცოთ!!! ნაწარმოები შესანიშნავია თავისთავად და ის ფაქტიც, რომ ქართულ ენაზე ითარგმნა, ვგონებ საღად მოაზროვნე მკითხველს უნდა უხაროდეს და არ უნდა აღიზიანებდეს... რაც შეეხება, თარგმნის სისწორეს და სიზუსტეს, ამას მე პირადად ვერ შევაფასებ იქიდან გამომდინარე რომ ამ ენას არ ვფლობ, მაგრამ ქართული ტექსტი რომ საოცრად შთამბეჭდავად იკითხება, ეს უკვე ნიშნავს რომ თარგმანი შესდგა და რომ იგი ბრწყინვალეა! გაიხარეთ შატილიონო! ღმერთმა დაგლოცოთ!!!
19. რა უნივერსალური ხარ ელდარ/////უნიჭიერესი/////მეამაყება//////555555 რა უნივერსალური ხარ ელდარ/////უნიჭიერესი/////მეამაყება//////555555
18. უცხოელი-ს, შენი მოსაზრებები და არგუმენტები სულ არ მაინტერესებს და არც შენთან ვაპირებ კამათს, მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი.თუ კიდევ აპირებ ჩემთან კამათს, სჯობია, აქ დავსვათ წერტილი. მე ადამიანებთან მეგობრობა უფრო მეხერხება, ვიდრე უაზრო კამათები.არჩევანი შენზეა. უცხოელი-ს, შენი მოსაზრებები და არგუმენტები სულ არ მაინტერესებს და არც შენთან ვაპირებ კამათს, მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი.თუ კიდევ აპირებ ჩემთან კამათს, სჯობია, აქ დავსვათ წერტილი. მე ადამიანებთან მეგობრობა უფრო მეხერხება, ვიდრე უაზრო კამათები.არჩევანი შენზეა.
17. მშვენიერია! მშვენიერია!
16. შატილიონი, არ იყო საჭირო პირადში მოწერა, მარა გეტყობათ ძაან გიყვართ პირადებში საქმეების რჩევა.პტოსპერ მერიმეც ვიცი ვინ არის და წაკიტხულიც მაქვს, თქვენ ამაზე სულაც არ იდარდოთ ქალბატონო თამარ... უბრალოდ თარგმანს იმ ფაქტის გარდა, რომ ცნობილი მწერალია ნათარგმნი, რაიმე მხატვრული შინაარსიც უნდა გააჩნდეს... და თუ მე ეს კონკრეტულ თარგმანში ვერ დავინახე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ ვინმეს ჩემზე მეტი გემოვნება აქვს.... და როგორც ვატყობ თქვენთვის ტაშის დაკვრა ყოფილა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პირველი მაჩვენებელი. :D :D :D პირადში ნუ მომწერთ რა, თუ რაიმე გინდათ აქ დამიწერეთ.... შატილიონი, არ იყო საჭირო პირადში მოწერა, მარა გეტყობათ ძაან გიყვართ პირადებში საქმეების რჩევა.პტოსპერ მერიმეც ვიცი ვინ არის და წაკიტხულიც მაქვს, თქვენ ამაზე სულაც არ იდარდოთ ქალბატონო თამარ... უბრალოდ თარგმანს იმ ფაქტის გარდა, რომ ცნობილი მწერალია ნათარგმნი, რაიმე მხატვრული შინაარსიც უნდა გააჩნდეს... და თუ მე ეს კონკრეტულ თარგმანში ვერ დავინახე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ ვინმეს ჩემზე მეტი გემოვნება აქვს.... და როგორც ვატყობ თქვენთვის ტაშის დაკვრა ყოფილა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პირველი მაჩვენებელი. :D :D :D პირადში ნუ მომწერთ რა, თუ რაიმე გინდათ აქ დამიწერეთ....
15. ჰა-რა-ლე-ს, კი, ქართულად გუზლა ქვია. მერიმეს სიცოცხლეშივე პუშკინმა თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნა ”გუზლა”, შემდგომში მერიმესა და პუშკინს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მიმოწერა გაიმართა. ჰა-რა-ლე-ს, კი, ქართულად გუზლა ქვია. მერიმეს სიცოცხლეშივე პუშკინმა თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნა ”გუზლა”, შემდგომში მერიმესა და პუშკინს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მიმოწერა გაიმართა.
14. ჰა-რა-ლე-ს, კი, ქართულად გუზლა ქვია. მერიმეს სიცოცხლეშივე პუშკინმა თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნა ”გუზლა”, შემდგომში მერიმესა და პუშკინს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მიმოწერა გაიმართა. ჰა-რა-ლე-ს, კი, ქართულად გუზლა ქვია. მერიმეს სიცოცხლეშივე პუშკინმა თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნა ”გუზლა”, შემდგომში მერიმესა და პუშკინს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მიმოწერა გაიმართა.
13. ვფიქრობდი, მთელი თარგმანი დამედო, მაგრამ არა, ერთხელღა დავდებ ორ-სამ თარგნას ამ წიგნიდან და მერე, ვფიქრობ, ზედმეტი გარჯა იქნება. ვფიქრობდი, მთელი თარგმანი დამედო, მაგრამ არა, ერთხელღა დავდებ ორ-სამ თარგნას ამ წიგნიდან და მერე, ვფიქრობ, ზედმეტი გარჯა იქნება.
12. ისე ფრანგულ Guzla-ს რუსულად რომ Гусли ქვია ვიცი, მაგრამ ქართულად გუზლაა ვითომ? არ ვიცი და იმიტომ გეკითხებით? ისე ფრანგულ Guzla-ს რუსულად რომ Гусли ქვია ვიცი, მაგრამ ქართულად გუზლაა ვითომ? არ ვიცი და იმიტომ გეკითხებით?
11. ჰა-რა-ლე-ს და ჭა-ს, ბუნებრივია,კარგია, სასიამოვნოა, როცა ბევრი მკითხველი გყავს, თუმცა მე ეს არ მაწუხებს, ერთმა გემოვნებიანმა მკითხველმაც რომ წაიკითხოს ჩემი შემოქმედება თუ თარგმანი, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასე არ ხდება. ჩემმა თარგმანმა ოდესღაც ქართულ-ევროპულ ჟურნალში ”ივერია” დიდი აღიარება დაიმსახურა, დღეს კი ასე აგდებულად ეწქცევიან ვიღაც გაუცხოებული ქართველები. ჰა-რა-ლე-ს და ჭა-ს, ბუნებრივია,კარგია, სასიამოვნოა, როცა ბევრი მკითხველი გყავს, თუმცა მე ეს არ მაწუხებს, ერთმა გემოვნებიანმა მკითხველმაც რომ წაიკითხოს ჩემი შემოქმედება თუ თარგმანი, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ასე არ ხდება. ჩემმა თარგმანმა ოდესღაც ქართულ-ევროპულ ჟურნალში ”ივერია” დიდი აღიარება დაიმსახურა, დღეს კი ასე აგდებულად ეწქცევიან ვიღაც გაუცხოებული ქართველები.
10. გადამრევს ეს ავტორი! ამ საიტზე მერიმეს La Guzla -ს თარგანს თუ ვიხილავდი, ნაღდად არ მეგონა! ან რამ გაგახსენა შე დალოცვილო?! ყოჩაღ! მეტი რა მეთქმის! და+5!!! გადამრევს ეს ავტორი! ამ საიტზე მერიმეს La Guzla -ს თარგანს თუ ვიხილავდი, ნაღდად არ მეგონა! ან რამ გაგახსენა შე დალოცვილო?! ყოჩაღ! მეტი რა მეთქმის! და+5!!!
9. მეც ძალიან მიკვირს...ყველაზე კარგ პროზას ასე ცოტა მკითხველი რომ ყავს...:( მე მგონი საიტი გემოვნებაში ცოტა მოიკოჭლებს...:) მეც ძალიან მიკვირს...ყველაზე კარგ პროზას ასე ცოტა მკითხველი რომ ყავს...:( მე მგონი საიტი გემოვნებაში ცოტა მოიკოჭლებს...:)
8. მერიმეს ”გუზლა”თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ და მაღალგანვითარებულ ენაზე, ყველა ქვეყანას ეამაყება მისი არსებობა მისთვის მშობლიურ ენაზე, მაინცადამაინც, როგორც წესი, ქართველებმა ვერ დაინახეს მასში ვერანაირი ღირებულება, ძალიან საოცარია ეს ყველაფერი!... მერიმეს ”გუზლა”თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ და მაღალგანვითარებულ ენაზე, ყველა ქვეყანას ეამაყება მისი არსებობა მისთვის მშობლიურ ენაზე, მაინცადამაინც, როგორც წესი, ქართველებმა ვერ დაინახეს მასში ვერანაირი ღირებულება, ძალიან საოცარია ეს ყველაფერი!...
7. ეს გუშინ წავიკითხე,მეგონა დავაკომენტარე.. საინტერესოა:) ეს გუშინ წავიკითხე,მეგონა დავაკომენტარე.. საინტერესოა:)
6. მე უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ ზოგიერთებს ყველაფრის და ყველას გაუფასურება თავიან თ მოვალეობად გაუხდიათ ურაკპარაკში. მე უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ ზოგიერთებს ყველაფრის და ყველას გაუფასურება თავიან თ მოვალეობად გაუხდიათ ურაკპარაკში.
5. შატილიონო, გული ნუ დაგწყდება! ზოგიერთს მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებები მიაჩნია ღირებულ ლიტერატურად! "უცხოელმა" იქნებ, სულ არ იცის ვინაა პროსპერ მერიმე? არ გაბრაზდე ამაზე!
გაიხარე, კარგ საქმეს აკეთებ! 5 შატილიონო, გული ნუ დაგწყდება! ზოგიერთს მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებები მიაჩნია ღირებულ ლიტერატურად! "უცხოელმა" იქნებ, სულ არ იცის ვინაა პროსპერ მერიმე? არ გაბრაზდე ამაზე!
გაიხარე, კარგ საქმეს აკეთებ! 5
4. უცხოელი-ს,
ჩემი და ურაკპარაკელების თუ არ გერიდება, მერიმეს მიმართ მაინც გამოიჩინე პატარა ზრდილობა, ისე მთარგმნელის ახსნა-განმარტება, რომ წაგეკითხა, შესაძლოა, ასეთი კურიოზული კითხვა არ დაგბადებოდა. რამ გაგავსოთ ზოგიერთები ასეთი ღვარძლ-ბოღმით, მიკვირს? უცხოელი-ს,
ჩემი და ურაკპარაკელების თუ არ გერიდება, მერიმეს მიმართ მაინც გამოიჩინე პატარა ზრდილობა, ისე მთარგმნელის ახსნა-განმარტება, რომ წაგეკითხა, შესაძლოა, ასეთი კურიოზული კითხვა არ დაგბადებოდა. რამ გაგავსოთ ზოგიერთები ასეთი ღვარძლ-ბოღმით, მიკვირს?
3. აემ თარგმანის ღირებულება ამიხსენით რა ვინმემ. მხატვრული,შემეცნებითი, ან რავი,ერთი მიზეზი მაინც,რა ძალა ედგა ამ კაცს ეს რომ თარგმნა. 000000 აემ თარგმანის ღირებულება ამიხსენით რა ვინმემ. მხატვრული,შემეცნებითი, ან რავი,ერთი მიზეზი მაინც,რა ძალა ედგა ამ კაცს ეს რომ თარგმნა. 000000
2. ბიძას მოკითხვა ...
მაგარი რაღაცაა !!! ბიძას მოკითხვა ...
მაგარი რაღაცაა !!!
1. დაღონდა მონადირე, აღარა სვამს ქლიავის არაყს, თოფის წამალს ყიდულობს სენიაში, ჰაიდუკებს და მხედრებს აგროვებს... მეც მოვიწყინე...:(
ჟოზეფ სპალატინს სურდა თან წაეყვანა პატარა, მაგრამ ფედორ ასლარმა გული გაუპო მახვილით.მან განგმირა ჟორჟ ესტივანიჩის ვაჟი და ეგონა მოვკალიო ალექსი ველიკო. მეგონა ასეთი ისტორიები მხოლოდსვანებს ქონდათ....:(
ვისიამოვნე...თანაც ფრანგულიც ცოტათი გავიხსენე.55555 დაღონდა მონადირე, აღარა სვამს ქლიავის არაყს, თოფის წამალს ყიდულობს სენიაში, ჰაიდუკებს და მხედრებს აგროვებს... მეც მოვიწყინე...:(
ჟოზეფ სპალატინს სურდა თან წაეყვანა პატარა, მაგრამ ფედორ ასლარმა გული გაუპო მახვილით.მან განგმირა ჟორჟ ესტივანიჩის ვაჟი და ეგონა მოვკალიო ალექსი ველიკო. მეგონა ასეთი ისტორიები მხოლოდსვანებს ქონდათ....:(
ვისიამოვნე...თანაც ფრანგულიც ცოტათი გავიხსენე.55555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|