| ავტორი: სალადინი ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2010 |
მახსოვდი სადღაც, არაფრისმთქმელში, გიგონებ ახლა და ამ დროს. წარსული მიჭირავს წიგნივით ხელში, გნატრობ... დღეს ვარ ავტორი სრულიად სხვა პროზის, ფიქრი რას დაგიდევს ავტორს, თავშესაქცევად ორისთვის ვზღაპრობდი მარტო... ხსოვნის რელსებზე წარსული მიგორავს, მე თვალსმიფარებას ვაცლი, განწყობა - რეტრო, უამინდობა და სიმარტოვე კაცის...
ასოციაციები ძველი ალბომიდან
ბებერ სამყაროს ვეღარ შესძრავ ფრთებით, მოჭრილით. მარტოობაა ჩვენი დედა, მამა და პირმშოც. ვცხოვრობთ, ვწყვილდებით, ალბომებში ვაკრავთ ქორწილებს, მაინც, იმქვეყნად მარტოსულად წასვლაზე ვშიშობთ. არასდროს დგება დრო საკუთარ თავის მოსმენის, ყოფა უგრძესი ყელსაბელით სადღაც მიგვათრევს. წეროთა გუნდი გაფრენილა ჩვენი ოცნების, ვხურავთ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა ვტოვებთ სიმართლეს. ვიგონებთ სიტყვებს ერთმანეთთან დაახლოების, რომ ამოვავსოთ სიმარტოვით სავსე ღრმულები. თუმცა, სიტყვა "ჩვენ" სულ გულისხმობს ორის მხოლობითს, ფერადი ფოტო, ძველი ალბომი, ყდაზე - გულები...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ხსოვნის რელსებზე წარსული მიგორავს, მე თვალსმიფარებას ვაცლი, განწყობა - რეტრო, უამინდობა და სიმარტოვე კაცის...
ხსოვნის რელსებზე წარსული მიგორავს, მე თვალსმიფარებას ვაცლი, განწყობა - რეტრო, უამინდობა და სიმარტოვე კაცის...
15. ჩვენი ძმა, ისე, კაცს რომ "კომუნალური გადასახადები"ერქმევა, ზედვე ეტყობა ფანტაზიის რა "გაქანებასთან" გვაქვს საქმე და ასეთი გაქანების პატრონს მხოლოდ ვაი-ვიუ-ს ძახილი რომ შეუძლია, ეს უკვე "წინ" გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავუთვალოთ... რას იზამ, ლექსიკურ მარაგს ვერ მოსთხოვ "რა ვი"-ში ჩარჩენილებს... ჩვენი ძმა, ისე, კაცს რომ "კომუნალური გადასახადები"ერქმევა, ზედვე ეტყობა ფანტაზიის რა "გაქანებასთან" გვაქვს საქმე და ასეთი გაქანების პატრონს მხოლოდ ვაი-ვიუ-ს ძახილი რომ შეუძლია, ეს უკვე "წინ" გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავუთვალოთ... რას იზამ, ლექსიკურ მარაგს ვერ მოსთხოვ "რა ვი"-ში ჩარჩენილებს...
14. არასდროს დგება დრო საკუთარ თავის მოსმენის, ყოფა უგრძესი ყელსაბელით სადღაც მიგვათრევს. წეროთა გუნდი გაფრენილა ჩვენი ოცნების, ვხურავთ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა ვტოვებთ სიმართლეს.:( არასდროს დგება დრო საკუთარ თავის მოსმენის, ყოფა უგრძესი ყელსაბელით სადღაც მიგვათრევს. წეროთა გუნდი გაფრენილა ჩვენი ოცნების, ვხურავთ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა ვტოვებთ სიმართლეს.:(
12. ერთი რას ეყოფოდა აქაურობას ერთი რას ეყოფოდა აქაურობას
11. ოთხგზის ვაი-ს დაძახებას ერთი ვაი გეთქვა შე კაცო... მაგ ვაი-ვუის მიზეზს ხომ ვერ გამიზიარებდით კომუნალურო? ოთხგზის ვაი-ს დაძახებას ერთი ვაი გეთქვა შე კაცო... მაგ ვაი-ვუის მიზეზს ხომ ვერ გამიზიარებდით კომუნალურო?
10. ოთხგზის ვაი ვაი ვაი ვაი ოთხგზის ვაი ვაი ვაი ვაი
9. პირველი ლექსი კაპიკად არ ვარგა. მეორეს კი ხელის შევლებამ შეიძლება უშველოს რაიმე. პირველი ლექსი კაპიკად არ ვარგა. მეორეს კი ხელის შევლებამ შეიძლება უშველოს რაიმე.
8. მახსოვდი სადღაც, არაფრისმთქმელში, გიგონებ ახლა და ამ დროს. წარსული მიჭირავს წიგნივით ხელში, გნატრობ... დღეს ვარ ავტორი სრულიად სხვა პროზის, ფიქრი რას დაგიდევს ავტორს, თავშესაქცევად ორისთვის ვზღაპრობდი მარტო... ხსოვნის რელსებზე წარსული მიგორავს, მე თვალსმიფარებას ვაცლი, განწყობა - რეტრო, უამინდობა და სიმარტოვე კაცის... მახსოვდი სადღაც, არაფრისმთქმელში, გიგონებ ახლა და ამ დროს. წარსული მიჭირავს წიგნივით ხელში, გნატრობ... დღეს ვარ ავტორი სრულიად სხვა პროზის, ფიქრი რას დაგიდევს ავტორს, თავშესაქცევად ორისთვის ვზღაპრობდი მარტო... ხსოვნის რელსებზე წარსული მიგორავს, მე თვალსმიფარებას ვაცლი, განწყობა - რეტრო, უამინდობა და სიმარტოვე კაცის...
7. არასდროს დგება დრო საკუთარ თავის მოსმენის, ყოფა უგრძესი ყელსაბელით სადღაც მიგვათრევს. წეროთა გუნდი გაფრენილა ჩვენი ოცნების, ვხურავთ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა ვტოვებთ სიმართლეს.
ლამაზია. ოღონდ ღრმულები-გულები, ორმა ი-მ თითქოს გამოუბრალოვა მელოდიურობა. არასდროს დგება დრო საკუთარ თავის მოსმენის, ყოფა უგრძესი ყელსაბელით სადღაც მიგვათრევს. წეროთა გუნდი გაფრენილა ჩვენი ოცნების, ვხურავთ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა ვტოვებთ სიმართლეს.
ლამაზია. ოღონდ ღრმულები-გულები, ორმა ი-მ თითქოს გამოუბრალოვა მელოდიურობა.
6. არ მომწონს ერთი ჩვეულებრივი ლექსია...
ისეთი არც არაფერი. არ მომწონს ერთი ჩვეულებრივი ლექსია...
ისეთი არც არაფერი.
5. ვიგონებთ სიტყვებს ერთმანეთთან დაახლოების, რომ ამოვავსოთ სიმარტოვით სავსე ღრმულები 5:) ვიგონებთ სიტყვებს ერთმანეთთან დაახლოების, რომ ამოვავსოთ სიმარტოვით სავსე ღრმულები 5:)
4. ?????????????.... ?????????????....
3. ?????????????... ?????????????...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|