ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თარენ შარენ
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


ქალღმერთი

მე ვარ ვენერა ბოტიჩელის შექმნილი ფსკერზე
და ქარს ჩურჩულით გამოვყვები ნიჟარით შენსკენ,
ჩემ დაბადებამ გააჩინე ვარდები ქვეყნად
ოქროს სხივებით დაამშვენა სამყარო ფერთა.

მე ვარ ვენერა უმოსელი თუმც მმოსავს ვნება
დაგასნეულებს სიყვარულით შენ ჩემი მზერა,
სანაპიროზე დამიგებენ ყვავილებს გზებად
ოქროთნაქარგი მოსასხამით წარვსდგები გმერთად.

სამყარო ხარობს საუკუნეებს რომ ითვლის ჩემთან
პოემას დაწერს ვინმე ურჩი გაჰყვება წერას,
სასახლეს მოჭედს ოქროებით კვალავ ჩემი ფრესკა
თმათა სიმები სიურრეალიზმს აცოცხლებს რწმენად.

ჩუმად გეძახის
              სიყვარულის ქალღმერთი
                                                მე ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები