ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


* * */მ.ნ-ს/

დილა... პალმების ეროტიკა, სხივი წევს ჭერზე,
სხეულის ყოველ უჯრედ-ნერვში სინორჩით თბილა,
ზაფხულის სიო ეფერება ლამპიონს ყელზე
და ზღვის საშოში მზე კვარივით ჩამოღვენთილა.

ეს გაზაფხულიც დაითვრება გვალვებით მგონი,
ბინდების გრილოს მე მოგიტან _ სიტყვას დაენდე,
ფიცმიჯნურების ვერ მოვირგეთ ვერაფრით როლი,
იები ნახე ცვრების კოცნას როგორ დანებდნენ.

ერთ ზიარ ჭურჭელს ვეზიაროთ დრო არის სანამ,
ვერ იქნებიან ცა და მთვარე ასე უბრები,
ვალაგებ ფურცლებს, ვხურავ კარს და ვიფარებ საბანს
და ძილწართმეულ სიზმრებიდან გესაუბრები...
                                                                                                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები