| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2010 |
ერთფეროვნებით დაღლილნი ქალაქის მუდმივ გნიასში. ზამთრისგან ხსნილი ვინდომეთ სულ აქვე, ბეთანიაში. გზა იყო აღმართ-დაღმართი, განწყობაც შესაბამისი. არ მეგონა, თუ ვნახავდი, ტყეში სულს მორცხვი მაისის. არ ინთებოდა კოცონი, ნედლი წალამი წვალობდა. სადინარიდან ოცნება წვეთ-წვეთ გვასმევდა წყალობას. მთები მკლავგადაგრეხილნი ერთმანეთს ძმობას ჰფიცავდნენ. გამოეწოდა ხეს ხილი, ჩვენთვის ჩამოხრილს მიწამდე. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით. ადგილის დედა გვლოცავდა, ხეზე ფოთლების ტლაშუნით.. თავი წაიგდო ბოცამაც, დაგვისხა ვაზის ნაჟური. ეპარებოდა ცას რული, მთვარე გვეძახდა თავისკენ და არ უჩანდა სასრული, ფიქრებს, მიმომფრენთ ტაძრისკენ... ბოლოს აინთო ცეცხლიც და მწვადიც შეიწვა წალამზე. ისმოდა ჩუმი ფეხის ხმა, დარდის გაპარვის ქალაქში...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. dzalian kargia! miyvars betania. dzalian kargia! miyvars betania.
36. გამოუცდელი ბოშებივით ვანთებდით კოცონს, და ტრიალებდა სამშობლოს სუნი , ვთელავდით წალამს, ყველა თავისთვის და ყველა ერთად წამებს ვითვლიდით და ბეთანია კი თავისას ყვებოდა ამბავს... აქვე წარსულში ავიფაკლეთ ღაწვები ერთხმად- და მერე სულში ჩავიწანით მოგონებები, მორკალულ მთვარეს თან ესმოდა თან არ ესმოდა რომ ბეთანია მასპინძლობდა პოეტთა ბანაკს... შხუოდა ახლოს მოზარდების სუნთქვა ოზონად- ნამიან მიწას მივაორთქლეთ ღამის სტროფები, და ბეთანია მიტოვებულ ცოლს მიაგავდა სევდიანიც და მომლოდინეც ვით პენელოპე.... და დავუტოვეთ ბეთანიას ნოსტალგია მწვანე თილისმად - ტყეში გავხლართეთ ერთმანეთის უკმარისობა, იქ მძევლად დარჩა ჩვენი გრძნობების ცრემლმორეული და მარტოსული მარადისობა....
გამოუცდელი ბოშებივით ვანთებდით კოცონს, და ტრიალებდა სამშობლოს სუნი , ვთელავდით წალამს, ყველა თავისთვის და ყველა ერთად წამებს ვითვლიდით და ბეთანია კი თავისას ყვებოდა ამბავს... აქვე წარსულში ავიფაკლეთ ღაწვები ერთხმად- და მერე სულში ჩავიწანით მოგონებები, მორკალულ მთვარეს თან ესმოდა თან არ ესმოდა რომ ბეთანია მასპინძლობდა პოეტთა ბანაკს... შხუოდა ახლოს მოზარდების სუნთქვა ოზონად- ნამიან მიწას მივაორთქლეთ ღამის სტროფები, და ბეთანია მიტოვებულ ცოლს მიაგავდა სევდიანიც და მომლოდინეც ვით პენელოპე.... და დავუტოვეთ ბეთანიას ნოსტალგია მწვანე თილისმად - ტყეში გავხლართეთ ერთმანეთის უკმარისობა, იქ მძევლად დარჩა ჩვენი გრძნობების ცრემლმორეული და მარტოსული მარადისობა....
35. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს :) მიხარია :) ლამაზი დრო გიტარებიათ :) ლექსიც ფანტასტიური :) მიკვირს მაკუცა როგორ ჩამოგრჩათ ექსპრომტებში :) 5 გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს :) მიხარია :) ლამაზი დრო გიტარებიათ :) ლექსიც ფანტასტიური :) მიკვირს მაკუცა როგორ ჩამოგრჩათ ექსპრომტებში :) 5
34. . ასო გამოგრჩა(თ) ასო-ბგერა ნუუუ... მღვდელი ლელაჯან მღვდელიიი ისე მე ცოლები უფრო მიზიდავს . ციკლოპი. ფოფოდიების მეტი , ქალები ვერ ნახეთ. რა უბედურებაა. . ასო გამოგრჩა(თ) ასო-ბგერა ნუუუ... მღვდელი ლელაჯან მღვდელიიი ისე მე ცოლები უფრო მიზიდავს . ციკლოპი. ფოფოდიების მეტი , ქალები ვერ ნახეთ. რა უბედურებაა.
33. ციკლოპო, პოეტებში მჯობნის მჯობს რა დალევს... შენ თუ ფიქრობ, რომ ლელას კარგ ლექსზე წამომიკიდებ და მეც, არიქა ბოღმის ბუსუსი დამაყრის, ძალიან ცდები... თვითრეალიზებულ ადამიანებს სხვათა წარმატებებზე ალერგია არ ემართებათ, ვერშემდგარები კი სხვების თავზე გადავლით "პრიჟოკში" იმას იჭერენ, რომ იცი... ციკლოპო, პოეტებში მჯობნის მჯობს რა დალევს... შენ თუ ფიქრობ, რომ ლელას კარგ ლექსზე წამომიკიდებ და მეც, არიქა ბოღმის ბუსუსი დამაყრის, ძალიან ცდები... თვითრეალიზებულ ადამიანებს სხვათა წარმატებებზე ალერგია არ ემართებათ, ვერშემდგარები კი სხვების თავზე გადავლით "პრიჟოკში" იმას იჭერენ, რომ იცი...
32. ა შენ მ და ჩუმად იყავი :) ა შენ მ და ჩუმად იყავი :)
31. ასო გამოგრჩა(თ) ასო-ბგერა ნუუუ... :)) მღვდელი ლელაჯან მღვდელიიი :) ისე მე ცოლები უფრო მიზიდავს :-P ასო გამოგრჩა(თ) ასო-ბგერა ნუუუ... :)) მღვდელი ლელაჯან მღვდელიიი :) ისე მე ცოლები უფრო მიზიდავს :-P
30. ზოგს ღვდელი მოწონს, ზოგს ღვდლის ცოლიო ციკლოპო :P ზოგს ღვდელი მოწონს, ზოგს ღვდლის ცოლიო ციკლოპო :P
29. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. 5 ;) და მაინც ლელა გჯოობს :-P გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. 5 ;) და მაინც ლელა გჯოობს :-P
28. კარგია...კარგია... მიყვარს ეს ავტორიც...55555
გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით. კარგია...კარგია... მიყვარს ეს ავტორიც...55555
გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით.
27. მართალი რომ გითხრათ, საპოლემიკო აქ არც არაფერია...უბრალოდ, გვინდოდა ჩვენს სულში არეკლილი ბუნების თითის ანაბეჭდები ლექსებშიც აღბეჭდილიყო, სულ ეს არის.ზოგს ეს მოეწონება, ზოგს ის, "უშა-ვარა"-თი რატომ არ მიიღეთ ჩემი ლექსი-თქო, ჩემგან ნამდვილად სასაცილო იქნებოდა ამის გაფიქრება და არა იმიტომ, რომ ჯერ "ნორჩი ნატურალისტი" ვარ... აქ ისეთ "ვაი ჭკუისა"-ზე მინახავს ტანზე შემოხეული კომენტები, რომ იგივე სასტავმა ჩემს ლექსზეც იგივე რომ გააკეთოს, თავს "ვალოდია ჯინჭარაძედ" ჩავთვლიდი... ჩემო ნეკერა, შენ რაღა თქმა უნდა, ამ სასტავში არ იგულისხმები... და საერთოდ, აქ ჩემს "ტვორჩესკი" ჭიას ვაბანავებ, როცა დავრწმუნდები, რომ "წყალი" ზედმეტად თავთხელია, ისე გავქრები, როგორც შარშანდელი თოვლი, ყოველგვარი იაფფასიანი ეპატაჟების და კარის ჯახუნის გარეშე... მართალი რომ გითხრათ, საპოლემიკო აქ არც არაფერია...უბრალოდ, გვინდოდა ჩვენს სულში არეკლილი ბუნების თითის ანაბეჭდები ლექსებშიც აღბეჭდილიყო, სულ ეს არის.ზოგს ეს მოეწონება, ზოგს ის, "უშა-ვარა"-თი რატომ არ მიიღეთ ჩემი ლექსი-თქო, ჩემგან ნამდვილად სასაცილო იქნებოდა ამის გაფიქრება და არა იმიტომ, რომ ჯერ "ნორჩი ნატურალისტი" ვარ... აქ ისეთ "ვაი ჭკუისა"-ზე მინახავს ტანზე შემოხეული კომენტები, რომ იგივე სასტავმა ჩემს ლექსზეც იგივე რომ გააკეთოს, თავს "ვალოდია ჯინჭარაძედ" ჩავთვლიდი... ჩემო ნეკერა, შენ რაღა თქმა უნდა, ამ სასტავში არ იგულისხმები... და საერთოდ, აქ ჩემს "ტვორჩესკი" ჭიას ვაბანავებ, როცა დავრწმუნდები, რომ "წყალი" ზედმეტად თავთხელია, ისე გავქრები, როგორც შარშანდელი თოვლი, ყოველგვარი იაფფასიანი ეპატაჟების და კარის ჯახუნის გარეშე...
26. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით. :)
ისმოდა ჩუმი ფეხის ხმა, დარდის გაპარვის ქალაქში...
გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით. :)
ისმოდა ჩუმი ფეხის ხმა, დარდის გაპარვის ქალაქში...
25. ჩვენ თქვენ ისინი არაფერ შუაშია უბლალოდ ყველაფერი შედარებითია ჩვენ თქვენ ისინი არაფერ შუაშია უბლალოდ ყველაფერი შედარებითია
24. ალბათ მეც დავეთანხმებოდი სხვას ,მაგრამ გააჩნია ვინ იტყოდა ნეკერ :) ალბათ მეც დავეთანხმებოდი სხვას ,მაგრამ გააჩნია ვინ იტყოდა ნეკერ :)
23. არა შეჯიბრი არაა ნამდვილად ;;) ;) ხოდა თქვენც დაგიწერიათ და ჩვენც დავწერეთ. არც მე მითქვამს საწყენად...უბრალოდ ავხსენი სიტუაცია მეტი არც არაფერი :) არა შეჯიბრი არაა ნამდვილად ;;) ;) ხოდა თქვენც დაგიწერიათ და ჩვენც დავწერეთ. არც მე მითქვამს საწყენად...უბრალოდ ავხსენი სიტუაცია მეტი არც არაფერი :)
22. ლელა, ცუდი არაფერი დამიკომენტარებია მე, დარწმუნებული ვარ, თანანა უფრო ადეკვატურად მიიღებს ჩემს კომენტარს. ჩვენც დაგვიწერია ასეთი ლექსები და რომ უთქვამთ რომ აკლია რაღაცო, დავთანხმებივართ, იმიტომ რომ მართალი უთქვამთ. "თქვენ დაწერეთ 5 წუთში უკეთესი და ჩვენ გავჩუმდებით" - არა მადლობთ, ჩემთვის ლექსის წერა შეჯიბრი არაა.
ლელა, ცუდი არაფერი დამიკომენტარებია მე, დარწმუნებული ვარ, თანანა უფრო ადეკვატურად მიიღებს ჩემს კომენტარს. ჩვენც დაგვიწერია ასეთი ლექსები და რომ უთქვამთ რომ აკლია რაღაცო, დავთანხმებივართ, იმიტომ რომ მართალი უთქვამთ. "თქვენ დაწერეთ 5 წუთში უკეთესი და ჩვენ გავჩუმდებით" - არა მადლობთ, ჩემთვის ლექსის წერა შეჯიბრი არაა.
21. რა გჭირთ, ხალხო? 5 წუთში ნაექსპრომტალი ლექსებია ეს, ჩემი და თანანასი. თქვენ დაწერეთ უკეთესი 5 წუთში და გავჩუმდებით ჩვენ... ამ ლექსით უბრალოდ მართლა იმ დღის დახსომება გვინდოდა და მეტი არც არაფერი, ხოდა ეს მოვახერხეთ არც თუ ისე ურიგოდ მემგონი.. ასე რომ მოეშვით, მოდუნდით და წაიკითხეთ ლექსი, ისე უბრალოდ...:) რა გჭირთ, ხალხო? 5 წუთში ნაექსპრომტალი ლექსებია ეს, ჩემი და თანანასი. თქვენ დაწერეთ უკეთესი 5 წუთში და გავჩუმდებით ჩვენ... ამ ლექსით უბრალოდ მართლა იმ დღის დახსომება გვინდოდა და მეტი არც არაფერი, ხოდა ეს მოვახერხეთ არც თუ ისე ურიგოდ მემგონი.. ასე რომ მოეშვით, მოდუნდით და წაიკითხეთ ლექსი, ისე უბრალოდ...:)
20. იცით, "ხულიგანი" თანანა ვერ დავინახე აქ, არათქვენეულია. ისე დაიწყო ლექსი, როგორც ათასობით "ნაექსკურსიალი" ლექსი დაიწყებოდა. თქვენს ლექსებს კი ყოველთვის ის არომატი აქვს, რაც არც ერთ სხვა ლექსში არ აგერევა. ეს მარტივად ასარევი ლექსია. თუმცა ალაგ-ალაგ საოცარი ფრაზებიც იყო, მაგ.: სადინარიდან ოცნება წვეთ-წვეთ გვასმევდა წყალობას.
მაგრამ იმედია, არ იწყენთ, თუ აქ 5-ს ვერ გავიმეტებ, თქვენივე სხვა ლექსების დაჩაგვრა იქნებოდა ეს.
იცით, "ხულიგანი" თანანა ვერ დავინახე აქ, არათქვენეულია. ისე დაიწყო ლექსი, როგორც ათასობით "ნაექსკურსიალი" ლექსი დაიწყებოდა. თქვენს ლექსებს კი ყოველთვის ის არომატი აქვს, რაც არც ერთ სხვა ლექსში არ აგერევა. ეს მარტივად ასარევი ლექსია. თუმცა ალაგ-ალაგ საოცარი ფრაზებიც იყო, მაგ.: სადინარიდან ოცნება წვეთ-წვეთ გვასმევდა წყალობას.
მაგრამ იმედია, არ იწყენთ, თუ აქ 5-ს ვერ გავიმეტებ, თქვენივე სხვა ლექსების დაჩაგვრა იქნებოდა ეს.
19. მეც იგივეს გაგიმეორებდით აქაც:) მეც იგივეს გაგიმეორებდით აქაც:)
18. ლელასთან დადებული კომენტარის გამეორება მომიწევს აქაც.:) ამიტომ გავჩუმდები და დავწერ 5-ს. ლელასთან დადებული კომენტარის გამეორება მომიწევს აქაც.:) ამიტომ გავჩუმდები და დავწერ 5-ს.
17. ლამაზი ლექსია! როგორც ვხედავ, ლამაზი საღამო გქონიათ და უფალმა გიმრავლოთ მსგავსი ლამაზი და პოეტური საღამოები! ლამაზი ლექსია! როგორც ვხედავ, ლამაზი საღამო გქონიათ და უფალმა გიმრავლოთ მსგავსი ლამაზი და პოეტური საღამოები!
16. ლამაზი პოეზია:) ლამაზი პოეზია:)
15. მადლიანი ლექსია! მომეწონა ძალიან! 555:) მადლიანი ლექსია! მომეწონა ძალიან! 555:)
14. მშვენიერია..ბეთანიაზე რამდენიმე ცნობილი ლექსის გარდა, არ წამიკითხავს სხვა, თანამედროვე პოეზიაში მშვენიერია..ბეთანიაზე რამდენიმე ცნობილი ლექსის გარდა, არ წამიკითხავს სხვა, თანამედროვე პოეზიაში
13. მელოდიური და ლამაზი ლექსია:) მელოდიური და ლამაზი ლექსია:)
12. მთები მკლავგადაგრეხილნი ერთმანეთს ძმობას ჰფიცავდნენ. გამოეწოდა ხეს ხილი, ჩვენთვის ჩამოხრილს მიწამდე. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით.
ძაან მაგარი ლექსიაააააა და ფოტოები უფრო მაგარიიი:) 555555555 მთები მკლავგადაგრეხილნი ერთმანეთს ძმობას ჰფიცავდნენ. გამოეწოდა ხეს ხილი, ჩვენთვის ჩამოხრილს მიწამდე. გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით.
ძაან მაგარი ლექსიაააააა და ფოტოები უფრო მაგარიიი:) 555555555
11. მშვენიერია! მშვენიერია!
10. გზა იყო აღმართ-დაღმართი, განწყობაც შესაბამისი. არ მეგონა, თუ ვნახავდი, ტყეში სულს მორცხვი მაისის.:) 555 გზა იყო აღმართ-დაღმართი, განწყობაც შესაბამისი. არ მეგონა, თუ ვნახავდი, ტყეში სულს მორცხვი მაისის.:) 555
9. ძალიან კარგი , ძალიან, ძალიან :) ძალიან კარგი , ძალიან, ძალიან :)
8. მოკითხვა თანანას... კარგ ავტორს! მოკითხვა თანანას... კარგ ავტორს!
7. +++++++++++ +++++++++++
6. ნედლი წალამი წვალობდა. მწვადიც შეიწვა წალამზე.
როგორც ვატყობ ბევრი უწვალია იმ გამოზოგილ კაცს : D
გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით.
მაგარიააა :) ++ ნედლი წალამი წვალობდა. მწვადიც შეიწვა წალამზე.
როგორც ვატყობ ბევრი უწვალია იმ გამოზოგილ კაცს : D
გუგული ასაკს გვითვლიდა, იქნებ, დარჩენილ სიცოცხლეს. ხილვებს უხსოვარ მითიდან ტყე რომ გვჩუქნიდა, ვიცოდით.
მაგარიააა :) ++
5. "კანეჩნო" კარგი იყო, როგორ ლელა? კარგია,კარგი და კიდევ კარგი! მერე ცოტა შესვენება და..."ოპიატ" კარგია, კარგი და კიდევ კარგი ხომ კი? ;) :D "კანეჩნო" კარგი იყო, როგორ ლელა? კარგია,კარგი და კიდევ კარგი! მერე ცოტა შესვენება და..."ოპიატ" კარგია, კარგი და კიდევ კარგი ხომ კი? ;) :D
4. აჰაა. ბეთანიაშიც ვყოფილვაარ :) +2 აჰაა. ბეთანიაშიც ვყოფილვაარ :) +2
2. გენაცვალეეეეეე///////ფერწერააა_ილუსტრაციააააა წუხანდელისა//////555555 გენაცვალეეეეეე///////ფერწერააა_ილუსტრაციააააა წუხანდელისა//////555555
1. აუუ რა მაგარია თამრი, ყველაფერი თვალწინ გამიცოცხლა შენმა ლექსმა ჩემო კარგო!- კარგია, კარგი და კიდევ კარგი ! 55555555555555 აუუ რა მაგარია თამრი, ყველაფერი თვალწინ გამიცოცხლა შენმა ლექსმა ჩემო კარგო!- კარგია, კარგი და კიდევ კარგი ! 55555555555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|