ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

მაგნოლიები

      მეგონა მხოლოდ ჩემს დანახვაზე ჩურჩულებდნენ მხიარულად მაგნოლიები...
      მეგონა ზღვის ტალღები მხოლოდ მე მეგებებოდნენ, როცა სანაპიროს ჩავუყვებოდი და თავიანთ მჩქეფარე გულს მიძღვნიდნენ ტალღების სახით.
      მეგონა ნაზი პალმის ტოტები მხოლოდ ჩემთვის ირხეოდნენ ჰაეროვნად...
    მეგონა მზე იმიტომ იღიმოდა, რომ მხოლოდ მე მხედავდა, მხოლოდ ჩემი ნახვა უხაროდა...
    მეგონა სამყარო მხოლოდ ჩემს გამო იყო ხანდახან ასეთი მშვენიერი...

    მაგრამ...
    აი, ახლა, დღეს, ამ წამს ვდგავარ მაგნოლიებთან, რომლებიც მოწყენილნი მომჩერებიან და თითქოს პასუხს ითხოვენ ჩემგან, აღარ უხარიათ ჩემი ნახვა??? რატომ აღარ ჩურჩულებენ???...
    ვდგავარ  ნაპირთან, ველოდები ცელქ ტალღებს როდის მომესალმებიან მხიარულად. მაგრამ... აქაც სიწყნარეა, ზღვაც წყნარად დაწოლილა დედამიწის გულზე და თავისი ლურჯი თვალებით მიმზერს, თავისი რაღაც ახალი, უცხო, სევდიანი  გამოხედვით...
    აღარც პალმებს უხარიათ ჩემი ნახვა... არც მზე კაშკაშებს მხოლოდ ჩემთვის, თითქოს უნდა რომ ჩემს ეგოისტობას მიმახვედროს, უნდა რომ სხვებსაც გაუნაწილოს სითბო...
    აღარც სამყარო ჩანს ისეთი მშვენიერი, არც ხანდახან, არც იშვიათად... თითქოს სულ დაივიწყა თავისი მთავარი თვისება ღვთის მიერ ბოძებული - მშვენიერება.
    რატომ დადუმდა ყველაფერი? ნუთუ ყველაფერი რაღაცის პასუხს მთხოვს???... პასუხს იმაზე - რა საშინლად მოგექეცი. პასუხს მთხოვს ყველა ის საყვარელი ადგილი სადაც ცხოვრება ასე ძალიან მიხაროდა...
   
    და აი, ვდგავარ მოწყენილ მაგნოლიის ხეებთან და მახსენდება წარსული, ვიხსენებ ყველაფერს რაც შეიცვალა, რაც მე შევცვალე, რამაც ასე გატკინა გული... მახსენდება ბავშვური აკვიატებები... მახსენდება მივიწყებული გრძნობები გულის ნისლიან კუთხეში მიგდებული... მახსენდება როგორი იყო ბედნიერება...
    მახსენდება და ამ წამს, მხოლოდ ახლა ვხვდები რატომ იყო სამყარო მშვენიერი, რა აბედნიერებდა ბუნებას... ვხვდები, თუმც გვიან, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ თურმე მაგნოლიებს მარტო ჩემი კი არა - „ჩვენი“ ნახვა უხაროდათ ერთად!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები