ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თარენ შარენ
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2010


ვარდობისთვე

ტუჩებზე ვარდები იშრობდნენ ნამს
ფიქრები შორიდან მოჰქონდა ქარს,
მაისით გამთბარი კრიალა ცა
კვირტებს უშლიდა თანდათან თმას.

იქ, მოლოდინი განაბული დგას
სადაც ორკესტრი აჟღერებს ჰანგს,
ნოტი მოლოდინს ღიმილს აჩუქებს
ის კი გაუღებს სამოთხის კარს.

ბაღი ხელთუქმნელ საუფლოს ჰგავს
ჩიტები ჭიკჭიკით ირთობენ თავს,
სიცილით მტრედები გაშლიან ფრთას
სიცოცხლეს მისცემევ ცხოვრების აზრს.

იასამნებად მღელვარებს ზღვა...
ტუჩებზე ვარდები იშრობენ ნამს!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები