ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


ნანა რურუას

დიდად ვაფასებ შენს ამაგს,
გაფასებ უფლის რჩეულო!
გულწრფელად დამილოცნიხარ
ყველასგან გამორჩეულო!
მხურვალედ დამიკოცნიხარ
დამბადებლისგან ქებულო!
იდღეგრძელე და იცოცხლე,
ღმერთისგან მირონცხებულო!
იბრწყინვალე და ინათე
მამიდავ, ქრისტეს ერთგულო!
შენ დაგელოცოს ქალობა,
ყველასთვის თავდადებულო!

                        2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები