ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


მინი ლექსები

მე

ზოგჯერ მგონია მე ის ჩიტი ვარ,
რომელიც ბუდეს ვერ აგნებს ხშირად
და ტელეფონის მავთულზე სძინავს!

###

ზოგჯერ მგონია ის მერცხალი ვარ,
რომელმაც იცის რომ მოვა წვიმა
და მაინც მაღლა დაფრინავს-ცაში!

###

ისიც მგონია ხოლმე და ხოლმე,
(ასე ბავშვები ამბობენ ხოლმე)
რომ ერთი ჭკუანაკლული ქალი,
მე ვარ და-ყველას დაკრულზე ვცეკვავ!

###

ხან ისე ვაწყობ ჩემს ოცნებებს,ძალიან "ვბევრობ"
და ფიქრით ისე ვერთობი ხშირად,მგონია რომ,
"შეერთებულ შტატებში"ვცხოვრობ
მაქვს პენსია ამდროინდელ ხელფასზე დიდი
და ლუდის ბარში ერთ დღეში ვხარჯავ!

###

თბილისელი კაცი

მას ვაზი მერვე სართულზე აჰყავს
და მერე ღვინოს მარანის ნაცვლად,
სარდაფში წურავს.
სულ ერთი ჭიქა გამოსდის და
-ადიდებს უფალს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები