ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2008


სავაჯიშოები

სავარჯიშოები


ნაძვის ხე


ცა
ია
დაეცა
ლამაზია
წუთისოფელი
მიგორავს მიგორავს
კეთილის მყოფელია
კაცობრიობის ნიკორა.
თავს რატომ იკლავ ოფელია?
უყვარდი ჰამლეტს. უყვარდი ნუთუ?!
ღიმილით ვკითხულობ გრიგოლ ორბელიანს
და როცა ჩემს ბაღში ყვავილები მოთოვს...
ვიტყვი პოეზია რომ ყოვლისმპყრობელია.
ნუთუ?! ეს ცინიზმი ჯერ არ დასრულდება? არა
კმარა! ყოველგვარი უმიზნო ხეტიალი კმარა!
ცა
ია
დაეცა
წასულია
ს ა ს წ აუ ლ ი ა



. . .


დაკარგულან,ეჰ... წარსულიდან გაფრენილანო
ეპიზოდები რაღაც ბურუსში გადადის
მაყვლის ფერია შენი ზეცა მილანო
და საოცარი ეს სული მკათათვის.
ეს ღამეც ჩემს სისხლს დალევს
ისევე.
ოზონში ძეგლივით აშვეთილს
როცა მგლებს შემომისევენ
დამიფარავს ქაშვეთი.
გრძნობა მაქვს
თითქოსდა
მე ვარ ყირიმზე
თეთრი გემი
პირიმზე
ჩემი
მზე
ზე
ამობრწყინდება, აბა რას იზამს? ის სხვებს არ უმზერს.
უჩემოდ დაღლილი ვიცი რომ მოიწყენს ნანა.
და რა ვქნა ვერ ვიცილებ უბიდან მაუზერს
ეჰ,ამან ჭკუიდან სულ გადამიყვანა.
პოეტს დაკარგულს,გთხოვ ნუღარ
მიდარდებ.
იმ ქვეყნად ვნახავ შენს ლამაზ
თვალებს.
დაგიტოვებ ჩემს დამჭკნარ
ვარდებს
ამ სიცოცხლით განაწვალებს.
ამ სიცოცხლით მიყვარდი
ამ სიცოცხლით მშობე
ვუსმენ ვივალდის
ვუმზერ ღობეს.
დრო მიჰქრის
ზეცად
ვის
რის
თავი აქვს მითხარი ერთი?
ჯვარს აცვეს ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები