ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2010


ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი



მდინარე ისეა დაწმენდილი,
საზღვარი აღარა ჩანს
წყლისა და ჰაერისა.

საკუთარ თავში დარწმუნებულ,
ჭკვიანი ლიდერივით
მიცურავს დიდი თევზი,
ხოლო მის კვალდაკვალ
მორბენალი სტრიქონის სიტყვებივით
და ცირკში მიმავალი
ბავშვების ხალისით
მიიჩქარიან,მიცურავენ
პატარა თევზები
და მათი ჩრდილი მდინარის ფსკერზე
ღამის ფურცლისგან გამოჭრილი
ფოთლების ყელსაბამი გეგონება.


***
და ძილში ესროლეს
და მისი სიზმარი
ფრთამოტეხილი ფრინველივით
აიჭრა შუაღამის სივრცეში,
მიფრინავდა და თან მიჰქონდა
სითბო და ტკივილი
ტყვიით გაგლეჯილი გულისა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები