ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


ჟურნალისტის დღიური

***
(უცხოელი ჟურნალისტის დღიური)

ვსწავლობ, რომ ხმები, რომელთაც მშვიდად
ვჭრი და ხანდახან მუსიკას ვადებ-
ჩავიდეს სისხლში და იქცეს სისხლად,
და უცხო სიტყვით შეკემსილ ბადეს
ამოჰყვეს ძველი ნიჟარის სევდა-
მე რომ რაღაცით მგავს და მახსენებს
ძველი ცხოვრების ნეკნებს და ფერდებს,
რომლებიც ერთ დროს გამოასვენეს
ღამის მოსაწყენ გულის კუთხეში
და, დაულეწეს ყველა იმედი
და, მიატოვეს.
------------------------------------------------
მას მერე სხვების ენაზე ვცდილობ,
რომ საკუთარი სისხლის სიმლაშე
ვაქციო ბგერად და მერე დავჭრა,
და მელოდიაც მშვიდად  დავადო,
და არც სტუდიამ,
არც ამ ქალაქის ნაცნობმა მტვერმა
(რომლის ნაწილიც თანდათან გავხდი)
არ იცის, როგორ უცხოდ ვვავადობ.

17.11.09  გერმანია, ქ. ბონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები