ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2010


წარმოდგენა იწყება (XV ნაწილი)

(XV ნაწილი)

თეატრი მოინდომეს, ვაა..
ვითომ ნაგავი მაკლდა, ახლა დარბაზი დამემატა.
ადრე წელიწადში ერთი თუ შევიდა ვინმე, ეხლა კი დღე-ღამე იქ არიან...
არადა ისეთებია, სულ უნდა კუდში სდიო ან ქაღალდი, ან სემიჩკი არ დაყარო...
მერე გივი-რექტორი საყვედური თქვას, მინდა?
კაი კაცია, ხელფასი თავის დროზე, ნიკაკიხ პრეტენზიი ნეტუ...
უკვე შვიდი წელი აქ ვარ. მუშაობას ვიწყებ, მეუბნება,  აბა ოჯახური მდგომარეობა თქვი, ვეუბნები: მუჟ ოთხი შვილი... 
როგორ, ოთხი ქმარი? მკითხა...
არა, უფროსო-ჯან, ერთი  მუჟ, ოთხი შვილი...
მეც არა ვთქვი, ამბობს...
შენი ქმარი რას აკეთებს? – მერე მკითხა.  ია გავარიუ – ბოზნესმენია. უკვირს, კაკ  ბოზნესმენი? აი ასე, ტავარი ჩამოაქვს, ვაჭრობს მაგრამ სულ ვალები... აა, მივხვდი, ბიზნესმენი, ასე ია ტოჟე ბოზმესმენი,  იცინის...  შენ კაი ბოზნესმენი, ვეუბნები, ის ცუდი -  სულ ვალები, აბა მე რატო უნდა ვალაგებდე...
ერთიც ვეუბნები, გივიჯან, რა ლამაზი ხარ, ცოლმა როგორ გამოგიშვა ყოველდღე სამსახურში...
უხარია, ამბობს, მიშვებს აიდა-ჯან, აბა ჭამა ხო უნდა, ჩაცმა ხო უნდა?…
ვა, შიშველი დადის?
იცინა... – ნეტ, შიშველი არ დადის, - გავარიტ.
შენს ისეთი სიმპატიჩნი ხარ, ლამაზი ცოლი გეყოლება გივი-ჯან – ვაგრძელებ.
ჩემი ლამაზი ის არის, ამბობს.
არა, შენ მაინც ძალიან სიმპატიჩნი, უნდა შენმა ცოლმა კარგად მოგიაროს, - - აპიატ იცინის... უხარია, სიტკბო სიტყვა ყველას უხარია...
მერე ვეუბნები,  გივიჯან ოცი ლარი მაიტა რა - ბავშვებს შენს სახელზე ნამცხვარი წაუღო და შაქარი წაუღო...
მომცა...
ჩემი ბავშვები, ჩემი სიცოცხლე, იმათ ვენაცვალე...
სულ პატარა, გიუშ, რა უმნიი მყავს, ოთხი წლისაა, ისეთი ფანტაზიორია...
აი გუშინ საღამოს გავარიტ: დედი-ჯან, საბანი ვინ უნდა დამახუროს, კედელმა?
არა შვილო, კედელმა რად, აი მე დაგახურო,  - ვეუბნები...
ყოჩაღ – მეტყვის.  კაკოი სმეშნოი. 
ხო რას ვამბობდი? ერთი კვირა გავიდა, კიდე  ვეუბნები, გივი-ჯან, რა ლამაზი ხარ, პროსტო სუპერ....
სრაზუ სკაჟეტ, შენც ლამაზი ხარ აიდა-ჯან, ძალიან ლამაზი ხარ, ქმარი როგორ გიშვებს... ოცი ლარი არ მინდა, შენა გქონდეს – და იცინის!
არადა კაი კაცია... ბოზებში არ დადის, ერთი ცოლი  ეყოლება და მორჩა.. აბა ჩემს ძმას კი არ გავს, ჩათლახი... სულ ბოზებში დადის, ცოლი აღარა ყოფნის... ერთიც საყვარელი სახლში მიიყვანა.  ცოლს ეუბნება, თანამშრომელია - კოფე მოგვიდუღე... აბა ის კაცია?!
ჩემ რძალსაც, რა ექნა, საწყალი ქალია, მოადუღა, ხოდა იმ ქალს, საყვარელს რა, შაქრის მაგივრად მარილი ჩაუყარა... ქალმაც მოსვა, ხედავს ნი ტო, მაგრამ არ შეიტყო... კიდე კარგი, თორემ ჩემი გიჟი ძმის ამბავი რო ვიცი... სამი მინიმუმ  თვითონ ჩემი რძალი დალია ის მარილიანი კოფე, ეს სამი მინიმუმ... მერე რა იცი რას დაუფშტვენდა ჩემი გიჟი ძმა...
ხო, ერთ კაფეშიც ვმუშაობ, ოღონდ კვირას - იქაც ვალაგებ... ერთიც შემოდის ჩემი ძმა, ვიღაც ქალთან, შეხედავ, ეგრევე ბოზია... დეკოლტე მუცლამდე - უშველებელი ჭიპი ჩანს, აბა წესერი იქნება? საწყალი ჩემი რძალი, ეს რომ დაინახოს ხო გული წაუვა, სერდცე სტუკნეტ... ხოდა ჩემმა ძმამ მიყურა,  `მოდი~,  -  მეძახის, შენ აქ რა გინდა? ვა, როგორ არ მინდა, მეთქი ვმუშაობ - რაბოტა! და-ა? მეკითხება, შენ ხო გდე ტო უნივერსიტეტში მუშაობ... მე ძმაკაცებში ვტრაბახობ, ჩემი და უნივერსიტეტში მუშაობს, პრაფესსორ... იქ სხვა დღე, კვირას აქა - ვეუბნები. მაშინ მოდი, მორჩა რაბოტა, ჩვენთან დაჯექი... ყველაფერი მილაგებულია, მეც დავჯექი... ნაირ-ნაირი პურ-მარილი მოატანინა, მწვადი, ქაბაბი, ხინკალი,  ვოდკა, ლიმონად... პაჩტი მთელი მენიუ... მეთქი საწყალი ჩემი რძალი-ძმიშვილები,  სახლში შიათ, ეს ტარტაროზი ვიღაც ბოზს ფულს ახარჯავს... მარა ხო არ ვიტყვი, უბიოტ...
გემრიელად ვჭამე...  იმათაც ჭამეს, ოღონდ ცოტა. ცოტა დალიეს...  ნახევარი პურ-მარილი დარჩა, ხოდა მიდიან... ვამბობ ეს უნდა ავალაგო... რა უნდა აალაგო, ჩემი ძმა თვალებს მიბრიალებს. შენ ე, ვეუბნები, ხო იცი აქ ჩემი რაბოტა... ხო კარგი, არ ჩხუბობს,  ხოჩიტ სკორო უიტი, ალბათ  ვ გასტინიცუ... 
მე ავალაგე ყველაფერი ჩისტო, პარკში ჩავაწყვე, მისი ვოდკა ლიმონათებით და საღამოს პოსლე რაბოტი ჩემს რძალთან მივიტანე... ხუთი ბავშვი ყავთ, ვხედავ ჩემი ძმაც სახლშია, ფერო არა, თვალები შუბლზე აქვს... მე რა ვიცოდი თუ ასე მალე მორჩა სასტუმრო, კურდღელია? უკან ხო არ წავიღებ... ძმიშვილები დამეხვია, - აიდა მამიდ, რა მოგვიტანე, მეკითხებიან... რა-მეთქვა, იმას ხო არ ვიტყოდი, თქვენი ჩათლახი მამა ბოზებში დადის, ფულებს ახარჯავს  და ის პურ-მარილია. დაბადების დღე იყო დაქალის და ესენი გამომატანა-გავარიუ...
ჩემს ძმასაც ფერო მოუვიდა, სიტყვა ვერ მითხრა, არა მითხრა, აიდა-აჯან რა სიმპატიჩნი სესტრა  მყავხარ... 

*  *  *

სიმპატიჩნი კი მართლა ვარ, კი.
დაჟე ახლაც, სანამ გავთხოვდებოდი ხო ვაფშე, რო გავივლიდი, კაცებს თვალები სულ ჩემკენ ეპარება
იცი ვინები მეძლეოდა... ერთი დაჟე რაიკომის მდივნის შოფერი იყო...  შავი `ვოლგით~, იცი რა მანქანა იყო ადრე ვოლგა, პაჩტი მერსედესი...
ჩემი ქმარი სულ მუხლზე ვახოხე, სანამ დამითანხმა...
მე შესტნადცატ, ის დვადცატ ადინ... ჯერ მოვიდა ის და მისიანები, ხელი მთხოვა... მე არ მომწონდა, დედამაც თქვა არა, ჯერ პატარაა... რაღა პატარაა, ამბობენ, უკვე შვილი უნდა ქონდეს... ჩვენთან ხო უფრო პატარებს ათხოვებენ.  დედამ თქვა, არა, მორჩა... მერე სულ დამსდევდა, ერთიც ვხედავ სკოლასთან მანქანით დგას... დუმაიუ, მიტაცებს.
ფიზკულტურის მასწავლებელს ვეუბნები (კაცია, სხვა მასწავლებლები ყველა ქალები), მიტაცებენ მიშველე... ისიც კაი კაცია, უკანა კარიდან გამაპარა, სახლში დედაჩემს ეუბნება, მოუარე...
მაინც მომიტაცა... იმ დღეს არა, სხვა  დღეს...
პირზე ხელი დამაჭირა, მანქანში ჩამდო და სახლში წამიღო- კაკ პტიცა. ბევრი ვიკივლე, არა-მეთქი.  მერე მუხლზე ხოხავს, გინდა ჩამსვა, რა ვქნა,  ლიბლიუ გავარიტ...
შემეცოდა... …
მე სხვა მიყვარდა... ის  არა, კაცო, შოფერი არა, სულ სხვა... იცი როგორ მიყვარდა? რო შევხედავდი გული კანკალს ატეხდა... სუ მეშინოდა, არ ამოვარდეს... ოღონდ არავინ იცის, არც არავისთვის მითქვამს, ახლა გავარიუ.  ხო, არც იმან იცოდა... 
ქართველი ბიჭი იყო, ვაი რა კარგი ბიჭი იყო. განა მარტო მე, მთელ უბანს უყვარდა.  იცი რა ლამაზი იყო, ალენ დელონი... სუფთა, სუფთა, სულ თეთრი საროჩქით დადიოდა...
კაი ოჯახი შვილი იყო, ძალიან მდიდრები, ოღონდ პატიოსანი... დედა და მამა, ორივე პროფესორი...
ის რო სახლიდან გამოვიდოდა, ასე მეგონა, სოლნცე სვეტიტ...
ვაჟაზე ერთ პადიეზდში  ჟილი, მე პირველზე ვარ, პოლუპადვალი, ის მეოთხეზე...
ჩემზე ოთხი წლით იყო უფროსი... გია ზვალი... ვ ადნუ შკოლუ ხადილი...
მთელ სკოლას ის უყვარდა... მერე სკოლა დაამთავრა, უფრო იშვიათად ვხედავ... ვაი, რა ბედნიერი ვიყავ ერთხელ - ფულიც მომცა, აიდა-ჯან, სიგარეტი მომიტანე, მთხოვა... ასე მეგონა ფრთები მაქვს და მივფრინავ... მაღაზია რა, იქვე არ არი? უკანა  კორპუსში... მინდოდა შორს ყოფილიყო და შორს მევლო, რო ვიცოდი რო მივუტანდი გამიღიმებდა და მეტყოდა,  რა კაი გოგო ხარ აიდა-ჯან...
ის ფული იცი რამდენი ხანი ვინახე? სხვა ფულით ვიყიდე სიგარეტი და ის ფული ვინახე... დაჟე ფული რომ შეიცვალა არა - მაშინაც  ვინახე... მერე მომპარეს, კარი ღია დატოვო. ვიღაც შევიდა, არ გიხაროს იმან, ახალი ფულიც წაიღეს და გული  კი უფრო აი, იმ ფულზე  დამწყდა, ძველზე...
მერე ის ბიჭი სტუდენტი გახდა. ცუდ კამპანიაში მოხვდა, ლექციებს გააცდინა, იმისი დედა და მამა სულ გვიანობამდე მუშაობენ, ეს სულ სახლში იყო... ვხედავდი, ცუდი ბიჭებთან  დადის, სულ, მორფინისტები... 
იმას მორფინისტებთან რა უნდოდა, ანგელოზი იყო. იყო თუ არ იყო, მე ხო მეგონა.
ხოდა ადინ რაზ საღამოს დედამისი და მამამისი სახლში დაბრუნდენ, ბიჭი აღარ არის... ნუ არი, მაგრამ არც არი... მოკვდა. მთელი ქუჩა იქ ვიყავით... ვაი რამდენი იტირეს, ორი სასწრაფო მოვიდა ერთი  ცოლზე, ერთი ქმარზე...
იცი რა ამბავი იყო, მთელი ქუჩა ტიროდა, მეც ბევრი ვიტირე..  მერე თქვეს დოზა მოსვლია მეტი, ძმაკაცებიც ვერ მიმხვდარან, ისინიც კაიფში, ამაზე ალბათ იფიქრეს ჩაიძინა...
რა ამბავი იყო, იმდენი ყვავილები იყო, აბა იმას ყვავილები რად უდოდა, ჟიტ ხატელ...
ლამაზი საფლავი გაუკეთეს ძმაკაცებმა თუ ოჯახმა... სულ შავი მარმარილო, მისი სიმაღლის ქვაზე დაახატვინეს, რამდენი წელი გავიდა, ისევე ისეთი ლამაზია,  ხოდა ხანაც ჩუმად ავდივარ და ვასუფთავებ...
სასაფლაოს ადმინისტრაციას გონია, ნათესავია რამე, როდსტვენიკ..
აბა ვინ მოუაროს საფლავს? დედა და მამა, მალე მოკვდნენ საწყლები, მის დარდს გადაყვნენ, ის ერთი ყავდათ...
ქართველები სულ ეგრე: ბევრი ფული, ცოტა შვილი...

*  *  * 

რეჟისორს ვეუბნები, თეატრი მეც ლიუბლიუ, დაჟე ვ დეტსტვე არტისტომ ხატელა ბიტ, არ გინდა მეც ვითამაშო, მეეზოვე ხო გინდა... მეც მათამაშე რა, აი სოფიკო რო ცეკვავდა, `ეზოში ავი ძაღლია~  განა მე ვერ ვიცეკვო? სიმღერაც ვიცი ვეუბნები,  - `გემი გაცურდა, თეთრი აფრები...~,  იცინის... მეუბნება: აიდა, მაგარი ხარ  მაგრამ ამ სცენარში მეეზოვე არ არის... მოქმედება სცენაზეა, ეზოში არა... მაშინ ვეუბნები,  მერე რა რო სცენაზეა, სცენას ხო უნდა დალაგება... ხო ისედაც ვალაგებ ყოველდღე... დამლაგებელი ხო არის... არც დამლაგებელი არ არის სცენარში, ამბობს... კარგი, მაშინ შენმა სტუდენტებმა დაგილაგონ დარბაზი – ვეუბნები...
ვითომ ვბრაზობ, განა მართლა...
მერე ვეუბნები, მაშინ რეპეტიაცის ვუყურო, მოჟნა? კარგი მეუბნება, დაესწარი...  მაყურებლის როლში იქნები... იცინის...
გამიკვირდა,  დაჟე ვიცოდი გივი-რექტორს უთხრა უარი, ნა რეპეტიციუ ნე ლზია... მთელი ინსტიტუტი ამაზე გავარიტ... მითხრა, თურმე ახლა უკვე უნდა  კიდეც დარბაზში კტო-ტო ბილ, მაყურებელს რო შეჩვიოს არტისტები და რამე... გავარიტ, გენერალნიზე მინდა მთელი დარბაზი გავავსო, რამე მოულოდნელობა არ მოხდეს...
სანამ რეპეტიცია დაიწყება, ვალაგებ ვხედავ ორი სტუდენტი, ბიჭი –გოგო,  რეპეტიციობს სხვა აუდიტორიაში, გოგო ტირის... ასე გეგონება ნაღდად ტირის...
მე იქვე კარებთან ვალაგებ, თან ინტერესნა... ოჩიომ გავარიატ
-  ხო კარგი, რა გატირებს...
-  იცი გუშინ შენ რომ გელაპარაკა, მერე ხმა არ გაუცია! D
-  მართლა?!
-  ხო, დღეს მითხრა მხოლოდ, მოდი ჭამეო...
-  მერე ამას რა სჯობს, დუმილი თანხმობის ნიშანია...
-  მეშინია, რამე არ დაემართოს... დედას რომ რამე დამერთოს რა მეშველება...
-  მე აქ არა ვარ? შენ მართლა გვერდით ეჯექი და ტიროდი?!
-  ხო, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რატო დავტოვე სკაიპი ჩართული!
-  ვინმეს  რომ ვუთხრა, ტო, სასიდედრო გავიცანი სკაიპში-მეთქი რას იღადავებს?! ისე ვიფიქრე, სკაიპი ხომ არ გავთიშო, ვითომ ინტერნეტი გაითიშა, მაგრამ მერე რას იტყოდა, გამექცაო? თან ვფიქრობ, ნეტა ნინი სად არის... შენ რა გერჩივნა დავმალულიყავი  თუ მესაუბრა
-  ალბათ მეც მეწყინებოდა, რომ დამალულიყავი...
-  მართლა არაფერი არ უთქვამს?!
-  არა, მეგონა მერე ბიძაჩემს მიწერდა რამეს! არც იმისთვის მიუწერია...
-  თუ არ გეჩხუბა,  ცუდად არ უნდა იყოს საქმე, მე კი მეგონა ყველაფერი გავაფუჭე!
-  ჯერ არ ვიცი, ბარამ შენ გგონია, არ ბრაზობს?!
-  რა ვიცი აბა, რატო არაფერს არ გეუბნება?! რამეს ხო არ გვიმზადებს...
აბა ეს რა თეატრია, დუმაიუ... აა, პოტომ პონილა, ამათ ერთმანეთი უყვართ... ა ია დუმალ რეპეტიაცია ატდელნა... მერე გამოვედი... ნე უდობნო პოსლუშივატ...
მერე ნა რეპეტიციაზე ბილა...
ძალიან მომეწონა, კაჟდიი სვოი როლ ზნაეტ, ესენი სულ გიჟები მეგონა... გამოდის, კაკ ნასტაიაშიე არტისტი...
რა ლამაზი ფორმები აცვიათ, პოჩტი კაკ ტეატრ..
რეჟისორი კაკოი მალადეც,  ალბათ ჭკუით სავსე, ერთი სიტყვა თქვა, ყველა უსმენს... აბა ჩემი საქმე რა არის, დარბაზი დაალაგო, აუდიტორია დაალაგო,  ის კი ამდენ გიჟს ალაგებს...



XV ნაწილის დასასრული
(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები