ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2010


აფხაზეთო

                                          ’’ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
                                            ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.
                                                                    შოთა ნიშნიანიძე


მგოსნის ამ სიტყვებს დაუჯერე და
ნიშნიანიძეს ენდე.
ქართველთა არის დამსახურება,
რომ მოაღწიე დღემდე.
გწამდეს ერთობის... უსაქართველოდ
მკერდდაგლეჯილი მთა ხარ.
ლექსს წაგიკითხავ გალაკტიონის,
თვალით როდესაც გნახავ.

2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები