ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2010


უცნობი - ნაცნობი

(ეს ლექსი მეცხრე კლასში დავწერე და არაფერს ვცვლი, მიყვარს ასეთიიი <3 )


ვდგავარ ტაძართან, ვფიქრობ წარსულზე,
ვფიქრობ ნაბიჯი როგორ გადავდგა
უნდა შევიდე, ვებრძვი თავს - სულზე,
სულზე, რომელიც თითქოს წამართვა -

ძველმა ნაცნობმა, თუმც არც კი ვიცი
აღარც კი მახსოვს სად ვნახე ბოლოს,
იყო ეს ცხადი?... თუ იყო ძილი?...
გაცრეცილ კადრებსღა ვარჩევ მხოლოდ...

მინდა ვირწმუნო, რომ სათნოება
არ არის მხოლოდ რჩეულთა ნიჭი,
მეც შევძლებ დავგმო ამაოება
და დღეს გადავდგა მძიმე ნაბიჯი.

შევძლებ? ვირწმუნებ? და ნეტავ რისთვის?
რომ მოვიშორო მისი აჩრდილი?
ნუთუ მჭირდება სიცოცხლისათვის
ამოვიგლიჯო სულიდან შიში?!...

შიში - დაკარგვის მისი არსების,
რომელიც თან მსდევს მთელი ცხოვრება,
უკვე ჩვეულ ვარ მოგონებების,
ძველი კადრების განმეორებას...

ის ჩემთან იყო, ღამე თუ დღისით,
ახლაც, როს ხატთან ვიწყე გოდება,
აქამდე მხოლოდ ვცოცხლობდი „მისით“
აწ უნდა შევძლო „ჩემით“ ცხოვრება!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები