ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2010


ჩემი არჩევანი

გზა მშვიდობისა!...
კივის ჩქარი მატარებელი,
სადგური ბორგავს...
და ხმაურობს, როგორც ნიჟარა...
გზა მშვიდობისა!...
აწეული ათობით ხელი,
შენ აქ არა ხარ, მაპატიე ჩემო პატარავ...

აი, დაიძრა!.. სვლას უმატებს ვაგონი ჩემი,
ვეხები მინას...
ის ცივია როგორც ღამე უკანასკნელი!!
შემხვედრი ქარი გამჭვირვალე ხელებით ცდილობს,
რომ შეაჩეროს ეს სიგიჟე...
მე და ჩქარი მატარებელი.

გზა მშვიდობისა...  წაიშალა ბოლო ორიენტირი,
( თუმცა განრიგით და ბილეთით განსაზღვრულია)
გახსოვს? გითხარი... რა მოკლეა წუთისოფელი
გზების გარეშე...  და წავედი... გზები გრძელია...


                              31.05.(2010). სერგეი ნეველი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები