ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

*†* მამაო *†* და ერთი უსათაურო

                მამაო

მამაო, ტაძართან ცისფერი სანთლები
იწვიან, ნისლებში ქრებიან შუქებად.
ყოველდღე ლოცვების მოთქმაში ვღამდები
და რწმენა თვალებში წვიმებად გუბდება.

სამხრეთის საწყისში ტირიან მოლები,
ვუყურებ ხევებში ჩაძირულ მთვარეს და
ღმერთს ზურგზე ზედმეტი ტვირთივით მოვები
და ბარემ შენდობას აღვუთქვამ აქედან.



                  * * *

მოდი, ხელი ჩამკიდე
ისევ ისე ვიაროთ,
როგორც ფერად ნისლებში
გახვეული ტიტები.
იცი, მიყვარს როდესაც
ზეცა არის მზიანი,
შენ კი ვარდის ფურცლებით
ფუტკარივით ირთვები.
მიყვარს შენი თვალები,
ჭალას მოღამებისას,
გადაცვარულ ლოყებზე
ჩამომდნარი ცრემლივით.
ახლა შავზე უფრორე
მოძალადე ფერი ვარ.
მე ვიმოსავ თეთრებს და
ბეწვის კაბით შენ ივლი.

                                                                             
                                                                                        01/06/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები