ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


ეძღვნება ქვეყნის მთავარ გიჟს... : ))


ცხოვრების მარტივად დინებამ დამღალა,
ქაოსში საეჭვო სიმშვიდე მაგიჟებს,
ვიღაცის იმედად ყურება გადაღმა,
იმედი, რომ ბეცი დატოვებს საგიჟეთს...

დარჩება იმედად და არა მგონია,
თავს დღესვე თვითონვე თუ კი არ მივხედეთ,
მოწევენ სიგარეტს, დალევენ კონიაკს
და დაგვილოცავენ სპეცრაზმელ სკინჰედებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები