ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


ხეები


დაკვირვებიხარ, რა ლამაზად იკავებენ სივრცეს ხეები?
მიდიან მაღლა, მაღლა, მაღლა, -ტოტებს გაშლიან,
რაც  გინდა იყვნენ ერთმანეთში ჩახვეულები,
სულ არავის, სულ არაფერს, ხელს არ უშლიან.
ვუყურე დიდხანს... და მიწიდან  ხემდე მანძილი
და სიგანეშიც  და ზემოთაც, - ცამდე აწვდილი
და ზემოთ...ზემოთ ..., კენწეროებს თვალს  ვერ ვაწვდენდი...
ტოტზე დაწყობილ დიდ სივრცეებს ჩიტებს უწვდიან...

როგორ მაოცებს ბუმბერაზი ხეების ყოფა,
რა სიმშვიდეა, რა კარგია მათ გვერდით ყოფნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები