ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


literatura.ge (DIKTATURA.GE)

ოცდამეერთე საუკუნე დადგა (მხოლოდ კალენდარზე...)
არაფერი არ შეცვლილა დასაბამიდან,
ისევ ის სიმწრის ცრემლებია მომდგარი თვალზე,
უკვე არც მჯერა თუ ამდენი წელი გავიდა...

მაგრამ (ფაქტია) რომ ამდენი წელი გავიდა,
ისევ არიან მწიგნობრები, ფარისევლები,
როგორც კი ისევ არჩევანი მათ მიეცემა...
წნევა უწევთ...  და მხეცურად ანთებულა მათი თვალები!

ისევ ბოღმა...  ისევ  შური...  ისევ  ღალატი...
თუ  შეიცვალა ეს ხომ მხოლოდ მეთოდებია,
საკმარისია მოძრაობა, უბრალოდ, თითის...
და განაჩენიც დაფიქსირდა, დაიხვეწა ტექნოლოგია!

ოცდამეერთე საუკუნე...  ( მხოლოდ კალენდარზე)
სულ არაფერი შეიცვალა... ( მხოლოდ  წლები გავიდა)
ღმერთო ! რად მიეც გამხეცებულ ბრბოს არჩევანი???
გესმით?.. ისინი კვლავ  ყვირიან : გ ვ ი ნ დ ა  ბ ა რ ა ბ ა!!!



                                03.06.(2010).  სერგეი  ნეველი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს