ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ივლისი, 2010


გაუმარჯოს

შემოქმედო, დაიფარე
ყველა ჩემი მოყვარე.
დამილოცე... მიდღეგრძელე
ერი სტუმართმოყვარე.
დღეგრძელობდეს ივერია!
ხარობდეს და ბრწყინავდეს.
მის ერეკლეს გაუმარჯოს...
მის გიორგი ბრწყინვალეს.
გაუმარჯოს ივერიას
ქართველების სახატეს.
ვარაზმა და ფიროსმანმა
მისი ზეცა დახატეს.

არსაკიძე

’’სამშობლოში მას მარჯვენა მოჰკვეთეს!“ მიხეილ ქვლივიძე.

აქ არსაკიძეს მახვილით მოსჭრეს
სვეტიცხოველის ამგები მკლავი!
არ შეიბრალეს ტანჯული მოყმე,
მაინც გაბრწყინდა მისი ვარსკვლავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები