ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


***

მთელი წელია ფანტავ მიმოზებს,
წლები კი თავად გფანტავს,
ახლა ალუჩა ფიფქებს იმოსავს,
არაფრად აგდებს პანტას,
რომელსაც გული მიუდის გზნებით,
ლამაზ ალუჩას ჰყვარობს,
გამოაყარა სუსტ ტანზე ზმნებად,
თეთრ-წითელ გრძნობად ხარობს...
მერე მიმოზებს,ყვითელ გვირილებს
გული უსკდებათ ლამის
და გულის ხმაზე ცამდე ვყვირივარ -
აქ სიყვარული ყვავის!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები