ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


გრძნობაა დაცლილი ჰილზები

შენ ცივი თვალებით შეეხე!
სულის ჩავარდნილ კლავიშებს.
ხესავით დაცემულ-დამეხილს...
სისხლივით ძარღვებში გაგეშვი.

მზერა, გარეცხილი აზრით დუმს.
გრძნობაა, დაცლილი ჰილზები.
მორჩა, აღარ გნახავ არასდროს,
შენ, ასე, უჩემოდაც გიჟდები.

იმდენი სიყალბეა მაგ ხმაში,
ტყუილს სიმართლისგან ვერ ვარჩევ.
გულივით გახეთქილი მერქანით
შენ შიშით ელოდები განაჩენს.

და, ისევ  თვალებით შეეხე,
სულის ჩავარდნილ კლავიშებს.
დღეს, სულაც არ ვიქნები უხეში,
სიჩუმეს ქვემეხივით გავისვრი.

გვიანი ღამეა და კანკალით,
ამართლებ შემოპარულ სიგრილეს.
წარსული ყივჩაღივით დავკალი.
მორჩა, მე, დავიწყებას გიპირებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები