ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: იუმორისტული
4 ივნისი, 2010


ჯანდაბას...(ექსპრომტი)

მე მარტოობა ნამდვილად მელის
და უშენობის აზრს ვეგუები.
ახლა დავლევდი “სისხლიან მერის”,
ფუჟერს დაცლიდა  ჰემინგუეიც.

სადმე მადრიდის კაფეში მჯდარი,
"წავუფლირტავებ" ყმაწვილ ტორეროს.
მერე პარიზში შიშით და მალვით,
ერთად გაქცევის როცა მოვა დრო

არ მომასვენებს სინდისის ქეჯნა,
(იქაც შეხვდება კაცი ჩვენიანს.)
და ერთ- ფუთ მარილს ერთად რომ შევჭამთ,
მივხვდებით რაღაც გამოგვრჩენია...

დავუწყებთ ცქერას, უცნობი თვალით,
ერთმანეთს, მე და ჩემი ტორერო.
ის აღარ მოვა "მარტინით" მთვრალი,
დამიძახებენ ქალს მიტოვებულს.

ხოდა, ეს ბედი რადგან ჩემია,
რაც მიწერია მაინც მომელის.
მორჩა, აქ ვრჩები!- არ მირჩევნია?
მარტო ლოთობდეს ჰემინგუეი.……

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები