ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ივნისი, 2010


ლექსების პუბლიკაცია

* * *

დაილოცა ქვეყანაზე,
ვაჟკაცების დაბადება.
მათი განაჩენი იყო
მოყვასისთვის თავდადება.


* * *

მზემ გაანათა საწუთრო,
გადაარუჯა ქედები.
განათებულა საუფლო,
გაბრწყინებულა ედემი.


მამულს

დიდების შარავანდედი
გმოსავს და გმოსავს მამულო,
შენთვის დაეცნენ ბიჭები,
შენთვის... შენს სასიქადულოდ.
უსიყვარულოდ ვერ ძლებდნენ,
ვერ გაძლეს უსიყვარულოდ...
ბიჭებმა დასთმეს სიცოცხლე,
მამულის სასიქადულოდ!!!


დაიბეჭდა ’’მწერლის გაზეთი“  - ს  (მთ.რედაქტორი სოსო სიგუა) 2010 წლის 1 მარტის ნომერში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები